ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი
Vladimirskaya.jpg
'
ძირითადი ინფორმაცია
ხატწერის ტიპი ელეუსა
{{{ხატის ზომა}}}


ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული წელიწადში სამჯერ აღესრულება: 3 ივნისს, 6 ივლისს და 8 სექტემბერს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი გადმოცემით ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის დაფაზეა დაწერილი, რომელზედაც იესო ქრისტე თავის დედასთან მარიამთან და მართალ იოსებთან ერთად ტრაპეზობდა. გადმოცემით, ხატი ღვთისმშობლის მიძინებამდე დაიწერა.

450 წელს იმპერატორ თეოდორე უმცროსის დროს ხატი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანეს, მაგრამ XII საუკუნის დასაწყისში კონსტანტინოპოლიდან კიევში წაიღეს.

1155 წელს დიდმა მთავარმა იურიმ ვიშგოროდი თავის ვაჟს, მთავარ ანდრიას დაგასცა. ვიშგოროდის სავანის კლირიკოსებმა ერთხელ ტაძარში შესვლისას დაინახეს, რომ ხატი თავისი ადგილიდან გადმოსულიყო დაეკლესიის შუაგულში ჰაერში იდგა. ხატი ძველ ადგილას დააბრუნეს, მაგრამ მალე ნახეს, რომ ხატი კვლავ ჰაერში ეკიდა. მთავარი ანდრია მიეახლა ხატს და მხურვალებით ლოცულობდა მის წინაშე, შემდეგ პარაკლისი აღასრულა, ღვთისმოსაობით აიღო ხატი, სხვა საგანძური და ღამით, მამის ნებართვის გარეშე ვიშგოროდიდან წავიდა.

ხატის ასლთა გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვთისმშობლის ხატები


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია:
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: