ბელი-გოროდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
XVII საუკუნის მოსკოვის ნაწილები

ბელი-გოროდი, ციხესიმაგრე, მოსკოვის დაცვის მესამე სარტყელი. მდინარე მოსკოვის მარცხენა ნაპირიდან ემიჯნებოდა კრემლსა და კიტაი-გოროდს. ააგეს 1585—1593. ციხესიმაგრე თეთრი ქვითა (აქედან სახელწოდება „თეთრი ქალაქი“) და აგურით იყო ნაშენი, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, თეთრად შელესილიც უნდა ყოფილიყო. თანამედროვეებს იგი ერთ-ერთ უმტკიცეს სიმაგრედ მიაჩნდათ მთელ ევროპაში. ბელი-გოროდი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ნაგებობაც იყო, რომელიც ამკობდა მოსკოვს. XVIII საუკუნის 70-80-იან წლებში ბელი-გოროდი სიძველის გამო დაშალეს და მის ადგილას ბულვარები გააშენეს. ბელი-გოროდი ეწოდებოდა აგრეთვე (უმთავრესად XVII საუკუნეში) კიტაი-გოროდსა და ბელი-გოროდს შორის მდებარე რაიონს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]