მეტ დეიმონი
მეტ დეიმონი | |
---|---|
მეტ დეიმონი 2015 წელს | |
დაბადების სახელი | მეტიუ პეიჯ დეიმონი |
დაბადების თარიღი |
8 ოქტომბერი, 1970 კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი, პროდიუსერი, სცენარისტი |
აქტიური | 1988-დღემდე |
ოსკარი | ნიჭიერი უილ ჰანტინგი (1997) |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო სცენარი |
მეტიუ პეიჯ „მეტ“ დეიმონი (ინგლ. Matthew Paige „Matt“ Damon დ. 8 ოქტომბერი 1970, კემბრიჯი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და სცენარისტი. ოსკარისა და ოქროს გლობუსის პრემიის ლაურეატი, როგორც სცენარისტი. დეიმონის მეტად ცნობილი კინორელებიდან აღსანიშნავია: „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“ (1997), „რიგითი რაიანის გადასარჩენად“ (1998), „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ (1999); ოუშენის მეგობრების სამნაწილიანი სათავგადასავლო კინოფილმი: „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“ (2001), „ოუშენის თორმეტი მეგობარი“ (2004), „ოუშენის ცამეტი მეგობარი“ (2007); ტრილოგია ჯეისონ ბორნზე : „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007); ასევე მარტინ სკორსეზეს „მიცვალებულები“ (2006) და ფილმი „რეგულირების ბიურო“ (2011). ასევე მან მთავარი როლი ითამაშა მარსელის ეკრანიზაციაში, რომლის პრემიერაც 2015 წელს შედგა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მეტ დეიმონი დაიბადა ქალაქ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში, მამამისის — კენტ ტელფორ დეიმონისა და დედამისის — ნენსი კარლსონ-პეიჯის ოჯახში. მამამისი ბირჟის მაკლერი იყო, ხოლო დედამისი ლესლის უნივერსიტეტის პროფესორი.[1][2] დეიმონის გენეალოგია შეიცავს ინგლისურ, შოტლანდიურ, ფინურ და შვედურ ფესვებს. დეიმონი ბენ აფლეკისა და კეისი აფლეკის შორეული ნათესავია.[3][4] ჰყავს ძმა კაილი, რომელიც პროფესიონალი მოქანდაკე და მხატვარია.[2][5]
ერთხანს დეიმონების ოჯახი საცხოვრებლად ნიუტონში გადავიდა, სადაც სახლობდნენ ორი წლის განმავლობაში. როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაცილდნენ დეიმონი დედამისთან ერთად საცხოვრებლად კემბრიჯში გადავიდა, სადაც მის ოჯახთან ერთად კიდე 5 სხვა ოჯახი სახლობდა. დეიმონი იზრდებოდა ბენ აფლეკთან ერთად, რომელთანაც ბავშვობიდან ახლო მეგობრობა აკავშირებდა, ასევე მასთან ახლოს ცხოვრობდა მწერალი ჰოვარდ ზინი, რომლის ერთ-ერთ ნაშრომს დეიმონი იხსენიებს ფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“.
1988 წელს დეიმონმა ჩააბარა ჰარვარდის უნივერსიტეტში,[6] სამი წლის შემდეგ მან სასწავლებელი მიატოვა, რამეთუ მას მხოლოდ მსახიობობა სურდა. თუმცა თავიდანვე მონაწილეობას იღებდა სასტუდენტო თეატრში,[7] სადაც ხშირად სპექტაკლში როლებს ასრულებდა.[8]
სამსახიობო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დეიმონმა პირველი როლი კინოში შეასრულა 1988 წელს რომანტიკულ კომედიაში „მისტიური პიცა“.[9] იმ დროს დეიმონი მხოლოდ 17 წლის იყო. 1992 წელს როლი მიიღო ფილმში „სასკოლო კავშირები“. იმავე წელს საყურადღებო როლი მიიღო ფილმში „ჯერონიმო: ამერიკული ლეგენდა“, სადაც მასთან ერთად ითამაშეს ჰოლივუდის ვარსკვლავებმა.
ოთხი წლის შემდეგ სინჯებზე იმყოფებოდა ფილმისთვის „თავზეხელაღებულთა კუნძული“, თუმცა ფილმში მონაწილოებაზე მან უარი განაცხადა. 1996 წელს დეიმონი გამოჩნდა ედვარდ ცვიკის ფილმში „სიმამაცე ბრძოლაში“, სადაც მისი პარტნიორი გახდა დენზელ ვაშინგტონი. ამ ფილმისთვის დეიმონმა 18 კგ დაიკლო, იმყოფებოდა მკაცრ დიეტაზე.[10][11] ფილმ „სიმამაცე ბრძოლაში“ შესრულებული როლისთვის დეიმონმა კინოკრიტიკოსების მხრიდან სიმპათიები დაიმსახურა. ასევე დეიმონის მიმართ სიმპათიები გამოხატა ჟურნალმა The Washington Post-მა.[12]1998 წელს მეტ დეიმონმა შეასრულა როლი სტივენ სპილბერგის ფილმში „რიგითი რაიანის გადასარჩენად“.
1990-იანი წლების დასაწყისში დეიმონმა და აფლეკმა დაწერეს სცენარი გენიალურ ახალგაზრდა მათემატიკოსზე. შემდგომ ცდილობდნენ სცენარის გაყიდვას ჰოლივუდში, თუმცა კინოსტუდიები მათ უარს ეუბნებოდნენ, რამეთუ ფილმში მონაწილეობა სცენარის ავტორებს თავადვე სურდათ. საბოლოოდ სცენარი შეისწყიდა კინოკომპანია Miramax Films-მა. 1997 წელს გამოდის ფილმი „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“, სადაც მთავარ როლში გამოჩნდნენ ახალგაზრდა მსახიობები მეტ დეიმონი და ბენ აფლეკი. ფილმი საუკეთესო სცენარისთვის ოსკარით დაჯილდოვდა. ამასთანავე ფილმის ბიუჯეტმა შეადგინა 10 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო მოგებამ დაახლოებით 226 მლნ. აშშ დოლარი.
1999 წელს დეიმონმა ჯუდ ლოუსთან და გვინეთ პელტროუსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ენტონი მინგელას ფილმში „ნიჭიერი მისტერ რიპლი“. ფილმი ფსიქოლოგიურ ტრილერს წარმოადგენს, რომლის სიუჟეტის ცენტრშია ტომ რიპლი (მეტ დეიმონი). შემთხვევითი გაცნობის შემდეგ ამერიკის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ჰერბერტ გრინლიფი ტომ რიპლის დავალებას მისცემს; იგი უნდა გამგზავრებულიყო იტალიაში და დაერწმუნებინა მისი შვილი აშშ-ში უკან დაბრუნებაზე. იტალიაში ჩასვლის შემდეგ რიპლი გაიცნობს ჰერბერტ გრინლიფის შვილს დიკი გრინლიფს (ჯუდ ლოუ). თუმცა დაკისრებულ დავალებას ტომ რიპლი ვერ გაუმკლავდება. ფილმმა დიდი პოპულარობა მოიპოვა და საერთო ჯამში მისმა შემოსავალმა შეადგინა 128 მლნ. აშშ დოლარი. კინოფილმი „ნიჭიერი მისტერ რიპლი“ ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე.
1999 წელს მონაწილეობა მიიღო კევინ სმითის ფილმში „დოგმა“, 2001 წელს სტივენ სოდერბერგის ფილმში „ოუშენის თერთმეტი მეგობარი“. 1990-იანი წლების მიწურულიდან დეიმონი ჩამოყალიბებულ მსახიობად გვევლინება. ამიერიდან იგი ჰოლივუდის მომთხოვნი არტისტი ხდება. დეიმონის კარიერაში მნიშვნელოვანი იყო ტრილოგია ჯეისონ ბორნზე: „ბორნის იდენტიფიკაცია“ (2002), „ბორნის უპირატესობა“ (2004), „ბორნის ულტიმატუმი“ (2007), სადაც მან შეასრულა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილი თანამშრომლის როლი, რომელმაც მეხსიერება დაკარგა.
ბოლო წლებში ერთბაშად მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, რომელთაგან აღსანიშნავია: „ცრუ ცდუნება“, „ხასიათის სიმტკიცე“, „მწვანე ზონა“, „რეგულირების ბიურო“ და სხვა.
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1997 წელს მეტ დეიმონმა ურთიერთობა დაიწყო მსახიობ მინი დრაივერთან.[13] შემდეგ ერთმანეთს გაცილდნენ. დრაივერთან დაცილების შესახებ დეიმონმა ოპრა უინფრის შოუში, ღია ეთერში განაცხადა. შემდგომ ერთ-ერთ წვეულებაზე დეიმონმა გაიცნო უინონა რაიდერი, რომელთანაც გარკვეული დროით რომანი ჰქონდა. 2001 წლიდან ხვდებოდა ოდესა უიტმორს, რომელიც იმ დროს ასისტენტად მუშაობდა ბილი ბობ თორნტონთან და ბენ აფლეკთან.[9] დეიმონი და უიტმორი ერთმანეთს გაშორდნენ 2003 წელს.
2003 წელს დეიმონმა გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ლუჩიანა ბაროზო.[14] 2005 წლის 9 დეკემბერს წყვილი დაქორწინდა.[14] 2006 წლის 11 ივნისს ქალაქ მაიამიში წყვილს შეეძინა პირველი შვილი, ხოლო 2008 წლის 20 აგვისტოს შეეძინათ მეორე შვილი. 2010 წელს შეეძინათ მესამე შვილი.
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წელი | ქართულად | მშობლიური სახელწოდება | როლი | |
---|---|---|---|---|
1988 | ფ | მისტიური პიცა | Mystic Pizza | სტიმერი |
1988 | ფ | კარგი დედა | The Good Mother | ექსტრა |
1992 | ფ | სასკოლო კავშირები | School Ties | ჩარლი დილონი |
1993 | ფ | ჯერონიმო: ამერიკული ლეგენდა | Geronimo: An American Legend | ბრიტონ დეივისი |
1996 | ფ | სიმამაცე ბრძოლაში | Courage Under Fire | სპეციალისტი ილარიო |
1997 | ფ | ნიჭიერი უილ ჰანტინგი | Good Will Hunting | უილ ჰანტინგი |
1997 | ფ | კეთილშობილი | The Rainmaker | რუდი ბეილორი |
1998 | ფ | თაღლითები | Rounders | მაიკ მაკდერმოტი |
1998 | ფ | რიგითი რაიანის გადასარჩენად | Saving Private Ryan | ჯეიმზ რაიანი |
1999 | ფ | ნიჭიერი მისტერ რიპლი | The Talented Mr. Ripley | რიპლი |
1999 | ფ | დოგმა | Dogma | ლოკი |
2000 | ფ | ფორესტერის ძიებაში | Finding Forrester | სტივენ სენდერსონი |
2000 | ფ | დაუოკებელი გულები | All the Pretty Horses | ჯონ კოული |
2000 | ფ | ბაგერ ვანსის ლეგენდა | The Legend of Bagger Vance | რანულუფ იუნუ |
2000 | ანფ | ტიტანი – დედამიწის დაღუპვის შემდეგ | Titan A.E. | კეილ ტაკერი |
2001 | ფ | მაჯესტიკი | The Majestic | პიტერ ეპლტონი/ლუკ ტრიმბლი |
2001 | ფ | ოუშენის თერთმეტი მეგობარი | Ocean's Eleven | ლაინუს კოლდუელი |
2002 | ანფ | სპირიტი–პრერიების სული | Spirit: Stallion of the Cimarron | სული |
2002 | ფ | ჯერი | Gerry | ჯერი |
2002 | ფ | ბორნის იდენტიფიკაცია | The Bourne Identity | ჯეისონ ბორნი |
2003 | ფ | გავიჭედე შენში | Stuck on You | ბობ ტენორი |
2004 | ფ | ოუშენის თორმეტი მეგობარი | Ocean's Twelve | ლაინუს კოლდუელი |
2004 | ფ | ბორნის უპირატესობა | The Bourne Supremacy | ჯეისონ ბორნი |
2004 | ფ | ევროტური | EuroTrip | დონი |
2005 | ფ | სირიანა | Syriana | ბრაიან ვუდმანი |
2005 | ფ | ძმები გრიმები | The Brothers Grimm | ვილჰელმ გრიმი |
2006 | ფ | ცრუ ცდუნება | The Good Shepherd | ედვარდ უილსონი |
2006 | ფ | მიცვალებულები | The Departed | კოლინ სალივანი |
2007 | ფ | ბორნის ულტიმატუმი | The Bourne Ultimatum | ჯეისონ ბორნი |
2007 | ფ | ოუშენის ცამეტი მეგობარი | Ocean's Thirteen | ლაინუს კოლდუელი |
2008 | ფ | უძლეველი | Invictus | ფრანსუა პიენაარი |
2009 | ფ | ინფორმატორი | The Informant! | მარკ უიტაკრი |
2010 | ფ | მწვანე ზონა | Green Zone | როი მილერი |
2010 | ფ | შინაგანი საქმე | Inside Job | მთხრობელი |
2010 | ფ | იმქვეყნიერი | Hereafter | ჯორჯ ლონეგანი |
2010 | ფ | ხასიათის სიმტკიცე | True Grit | ლებეფი |
2011 | ფ | რეგულირების ბიურო | The Adjustment Bureau | დევიდ ნორისი |
2013 | ფ | ელისეს მინდვრები | Elysium | მაქს და კოსტა |
2013 | ფ | შანდლებს მიღმა | Behind the Candelabra | სკოტ თორსონი |
2014 | ფ | განძზე მონადირეები | The Monuments Men | ჯეიმზ გრენჯერი |
2014 | ფ | ვარსკვლავთშორისი | Interstellar | დოქტორი მანი |
2015 | ფ | მარსელი | The Martian | მარკ უოტნი |
2021 | ფ | უკანასკნელი დუელი | The Last Duel | ჟან დე კარუჟი |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტ დეიმონი კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- მეტ დეიმონი - Yahoo! Movies დაარქივებული 2011-06-28 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- მეტ დეიმონი - People.com (ინგლისური)
- მეტ დეიმონი - Moviefone (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Luscombe, Belinda (December 19, 1999). „Matt Damon Acts Out“. Time. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 24, 2013. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ 2.0 2.1 Givens, Ron; Michele McPhee (March 22, 1998). „Two Hollywood Prizefighters 'Hunting' for Stardom Pays Off for Matt Damon“. Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2009. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Genealogical Chart Knowlton Line of Ben Affleck and Matt Damon. New England Historic Genealogical Society (2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-17. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Matt Damon. Rootsweb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-19. ციტირების თარიღი: 2010-02-02.
- ↑ Ball, Ryan. „Matt Damon Animated for Arthur“. Animation Magazine. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ McGrath, Charles (October 1, 2006). „6 Degrees of Harvard“. The New York Times. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Chainani, Soman. Matt Damon On Life, Acting and Harvard. The Harvard Crimson. ციტირების თარიღი: April 21, 2010.
- ↑ Siegler, Elijah (November 2, 1990). „Ex Show Safe but Satisfying“. The Harvard Crimson. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 10, 2007. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ 9.0 9.1 Matt Damon Biography. People. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Greenblatt, Leah (September 21, 2007). „Actorexia: A Brief History“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 25, 2009. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ ANI. (August 4, 2007) Weight loss left Damon feeling like a "wreck". YahooIndia. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 1, 2009. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- ↑ Kempley, Rita (November 8, 1998). „Hand-to-Heart Combat“. The Washington Post. ციტირების თარიღი: April 21, 2010.
- ↑ Winters, Laura (August 2, 1998). „When the Character Calls, Minnie Driver Listens“. The New York Times. ციტირების თარიღი: March 6, 2010.
- ↑ 14.0 14.1 Associated Press (December 9, 2005). „Matt Damon, fiancee wed“. USA Today. ციტირების თარიღი: April 5, 2009.
- დაბადებული 1970
- ოქროს გლობუსის გამარჯვებულები
- დაბადებული 8 ოქტომბერი
- XX საუკუნის ამერიკელი მამაკაცი მსახიობები
- ამერიკელი მამაკაცი კინომსახიობები
- ამერიკელი კინოპროდიუსერები
- ინგლისელი ამერიკელები
- შოტლანდიელი ამერიკელები
- ამერიკელი მამაკაცი სცენარისტები
- ამერიკელი მამაკაცი გამხმოვანებლები
- ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები
- მასაჩუსეტსელი მწერლები