ბორნის იდენტიფიკაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბორნის იდენტიფიკაცია2002 წლის ამერიკულ-გერმანული მოქმედებითი თრილერი. ფილმი ადაპტირებულია რობერტ ლადლუმის იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით. მთავარი პერსონაჟი, ჯეისონ ბორნი, ფსიქოლოგიური ამნეზიისგან იტანჯება და ცდილობს საკუთარი ვინაობის დადგენას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მიერ მოწყობილი საიდუმლო შეთქმულების კვალდაკვალ. ფილმში მონაწილეობენ მეტ დეიმონი, ფრანკა პოტენტე, კრის კუპერი, კლაივ ოუენი, ჯულია სტაილზი, ბრაიან კოქსი და ადეიალე აკინოუე-აბაჯე. ბორნის იდენთიფიკაცია ფილმების სერიის პირველი ნაწილია. მას მოჰყვება ბორნის უპირატესობა (2004), ბორნის ულტიმატუმი (2007), ბორნის მემკვიდრეობა (2012) და ჯეისონ ბორნი (2016).

ფილმის რეჟისორი დაგ ლიმანია, სცენარის ავტორები კი, ტონი გილროი და უილიამ ბლეიკ ჰერონი. მიუხედავად იმისა, რომ რობერტ ლადლუმი 2001 წელს გარდაიცვალა, ის ფრენკ მარშალთან ერთად ფილმის აღმასრულებელ პროდიუსერად ითვლება. კინოკომპანიამ Universal Pictures ფილმი კინოეკრანებზე 2002 წლის 14 ივნისს გამოუშვა. ფილმი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • "The Bourne Identity". British Film Institute. London. Retrieved June 11, 2012.
  • "The Bourne Identity (2002)". Box Office Mojo. IMDb. Retrieved May 16, 2009