შინაარსზე გადასვლა

მინი დრაივერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინი დრაივერი

მინი დრაივერი 2011 წელს
დაბადების სახელი ამელია ფიონა დრაივერი
დაბადების თარიღი 31 იანვარი, 1970 (1970-01-31) (56 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[1]
 აშშ[2]
ალმა-მატერი Webber Douglas Academy of Dramatic Art და Bedales School
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი
აქტიური 1990-დღემდე
საიტი

მინი დრაივერი (ინგლ. Minnie Driver; დ. 31 იანვარი 1970, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ინგლისელი მსახიობი და მომღერალი. 1997 წელს ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე ქალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის ფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი“. აგრეთვე ემისა და ოქროს გლობუსის პრემიების ნომინანტი შესრულებული როლისთვის ტელესერიალში „მდიდრები“.

ამელია ფიონა დრაივერი[3] დაიბადა ლონდონში, ბიზნესმენისა და საფინანსო კონსულტანტის რონი დრაივერისა და მისი მეუღლის ყოფილი მოდელისა და დიზაინერის — გეინორის ოჯახში.[4][5][6] დრაივერს გააჩნია ირლანდიური, ვალიური, შოტლანდიური, ფრანგული და იტალიური ფესვები.[4][7] სკოლის დამთავრების შემდეგ დრაივერი სწავლობდა ლონდონის დრამატულ აკადემიურ თეატრში. თავდაპირველად როლებს მხოლოდ სერიალებში იღებდა.

მისი კინოკარიერა ათვლას 1990 წლებიდან იწყებს. პირველი აღიარება მოიპოვა მას შემდეგ, რაც შეასრულა მთავარი როლი ფილმში „მეგობართა წრე”. 1997 წელს ითამაშა ცნობილ კინოფილმში „ნიჭიერი უილ ჰანტინგი”, სადაც განასახიერა მსუბუქი და უბრალო ახალგაზრდა გოგანას სახე. ამ როლისთვის მინი დრაივერი ნომინირებული იყო ოსკარის პრემიაზე. 1990-იანი წლების დასასრულს იგი კინოში მნიშვნელოვან როლებს იღებს. აღსანიშნავია ფილმები: „მძინარენი“, „თავსხმა წვიმა“, „იდეალური ქმარი“ და სხვა. 2003-2004 წლებში იღებდა სატელევიზიო კომიკურ როლებს. გახმოვანებული აქვს მულტიპლიკაციური პერსონაჟები. 2007 წელს მინი დრაივერი დაბრუნდა სატელევიზიო შოუში.

მინი დრაივერი, მანამ აღიარებული მსახიობი გახდებოდა, იყო მუსიკალური ჯგუფის „Puff, Rocks and Brown“-ის წევრი. გარკვეული ხნით იგი მუსიკას ჩამოშორდა, თუმცა 2000 წლისათვის იგი ისევ დაბრუნდა ამ სფეროში. 2004 წელს მოაწერა ხელი „EMI“-სთან და სხვა ლეიბლებთან. გამოუშვა სინგლი „Everything I’ve Got in My Pocket“ და „Invisible Girl“. ჩაწერილი აქვს ალბომები: 2004 წელს — „Everything I’ve Got in My Pocket“, 2007 წელს — „Seastories“.

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1995ფ მეგობართა წრეCircle of Friendsბენი
1995ფ ოქროს თვალი GoldenEyeირინა
1996ფ დიდი ღამე Big Nightფილისი
1996ფ მძინარენი Sleepersკეროლი
1997ფ მკვლელობა გროს–პოინტში Grosse Pointe Blank დები
1997ფ ნიჭიერი უილ ჰანტინგი Good Will Hunting სკაილარი
1998ფ თავსხმა წვიმა Hard Rain კარენი
1998ფ გუვერნანტი The Governess როსინა
1998ფ დიდი ფერმა At Sachem Farm კენდელი
1999ფ იდეალური ქმარი An Ideal Husband მეიბლი
1999ანფ ტარზანი Tarzanჯეინ პორტერი
1999ანფ სამხრეთის პარკი: დიდი, გრძელი და დაუჭრელი South Park: Bigger, Longer & Uncut ბრუკ შილდსი
1999ანფ მეფის ასული მონონოკე Princess Mononoke ლედი ებოსი
2000ფ ლამაზი Beautiful მონა
2000ფ ნელი წვა Slow Burn ტრინა
2001ფ მაღალი ქუსლები და დაბალი ცხოვრება High Heels and Low Lifes შენონი
2003ფ შეპყრობილი Owning Mahowny ბელინდა
2003ფ იმედის ნაპერწკლები Hope Springs ვერა ედვრდსი
2004ფ მოჯადოებული ელა Ella Enchanted მენდი
2004ფ ოპერის მოჩვენება The Phantom of the Opera კარლოტა
2007ფ სიმფსონების ფილმი The Simpsons Movie კონსულტანტი
2009ფ დედობა Motherhood შეილა
2010ფ დაჯერება Conviction ებრა
2010ფ ბარნის ვერსია Barney's Version მისის პი
2012ფ საუკეთესო Hunky Dory ვივიენი
2012ფ თხები Goats ჯოანა
2024–2024 ს ასპიტი დედოფალი The Serpent Queenელისაბედ I

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Katalog der Deutschen Nationalbibliothek
  2. ↑ Schaffstall K. Minnie Driver Talks Becoming a U.S. Citizen, Driving Elderly Neighbors to the Polls — 2018.
  3. ↑ „Minnie Driver“. Celebrity Ethnicity – EthniCelebs.com. ციტირების თარიღი: 27 ივლისი, 2011. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  4. 1 2 Clare Hutchinson. (20 August 2010) Hollywood star calls for Wales’ only lido to be opened. WalesOnline. ციტირების თარიღი: 7 November 2010.
  5. ↑ Minnie Driver Biography(1970?. Filmreference.com. ციტირების თარიღი: 2 March 2010.
  6. ↑ Winters, Laura (2 August 1998). „FILM; When the Character Calls, Minnie Driver Listens“. New York Times. ციტირების თარიღი: 2 March 2010.
  7. ↑ Cranky Critic StarTalk: Minnie Driver. Crankycritic.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 2 March 2010.