შინაარსზე გადასვლა

მედალი „მხედრული მამაცობისათვის“

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მედალი „მხედრული მამაცობისათვის“

ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტიპიმედალი
სტატუსიგაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი24 დეკემბერი, 1992
რიგითობა
მაღალი ჯილდომედალი „სამოქალაქო თავდადებისათვის“
დაბალი ჯილდომედალი „საბრძოლო დამსახურებისათვის“

მედლით „მხედრული მამაცობისათვის“საქართველოს სახელმწიფო ჯილდო; მედალი, რომლითაც ჯილდოვდებიან საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები, პოლიციის მუშაკები მამულის დაცვისას პიროვნული მამაცობისა და მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედული მოქმედებისათვის.[1] მედალი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1992 წლის 24 დეკემბერს.

„მხედრული მამაცობისათვის” მედლის ესკიზის ავტორია არქიტექტორი გიორგი ავსაჯანიშვილი.[2]

მედალი „მხედრული მამაცობისათვის” წარმოადგენს 33 მმ დიამეტრის მრგვლოვან სილუეტს. მასზე ამოკვეთილია რომბის ფორმა, რომლის შუაგულში ამოღებულ 14 მმ ფარს ამშვენებს დაფნის გვირგვინში წვერით ჩაგებული ხმალი, როგორც ძლიერებისა და კეთილშობილების სიმბოლო. მედლის ყუნწი მოძრავადაა დაკავშირებული სამაგრთან, რომელზეც გადაკრულია 25 მმ სიგანის ბაფთა. ბაფთის თეთრ ფონზე გამოხატულ 2 მმ სიგანის ორ ოქროსფერ ხაზს ორივე მხარეს ახლავს 2 მმ სიგანის ძოწისფერი ხაზები. მედლის რევერსზე 14 მმ დიამეტრის წრესა და მედლის წრიულ ხაზს შორის ამოტვიფრულია წარწერა – „მხედრული მამაცობისათვის”.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]