მატიტელა
მატიტელა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩვეულებრივი მატიტელა | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Polygonum | ||||||||||||||
|
მატიტელა (ლათ. Polygonum) — მცენარეთა გვარი მატიტელასებრთა ოჯახისა. ერთწლოვანი და მრავალწლოვანი ბალახებია, იშვიათად ბუჩქბალახები და ბუჩქებია. აქვთ სწორმდგომი ან გართხმული, ზოგჯერ ხვიარა ღერო, 4-6 ფურცლიანი გვირგვინისებრი ყვავილსაფარი და სამწახნაგოვანი ნაყოფი.
გვარში 300-მდე სახეობაა. უმეტესად გავრცელებულია ზომიერ და ტროპიკულ ოლქებში. საქართველოში 28 სახეობა იზრდება, მათ შორის ხალხში კარგად ცნობილია სახეობებია წართხალი (Polygonum alpinum), წყლის დვალურა (ლათ. Polygonum amphibium), ჩვეულებრივი მატიტელა (ლათ. Polygonum aviculare), დვალურა (ლათ. Polygonum carneum), ყანის ჭლექი (ლათ. Polygonum convolvulus), ღობისძირა (ლათ. Polygonum dumetorum), წალიკა (ლათ. Polygonum hydropiper) და სხვა სახეობები.
ზოგი მათგანი აბეზარი სარეველაა, ზოგს ხალხურ მედიცინაში იყენებენ, ზოგი კი ცხოველთა (განსაკუთრებით ბატების და ინდაურების) საკვებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 494.