წალიკა
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
წალიკა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Polygonum hydropiper | ||||||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 163977 | ||||||||||||||
|
წალიკა (ლათ. Polygonum hydropiper) — ბალახოვანი მცენარე მატიტელას გვარისა. 35 — 70 სმ-მდე სიმაღლის დაღარული, ქვემო მუხლებით ფესვგამდგარი, მარტივი, ზოგჯერ დატოტვილი ღერო აქვს. მისი ქვედა ფოთოლი ყუნწიანია, ზედა — თითქმის მჯდომარე, ფირფიტის ზედა მხარე ხშირად ლაქიანია. მტევნები გრძელია და წვრილყუნწიანი, მეჩხერ საგველად არის შეკრებილი. ყვავილსაფარი მწვანე ან წითელია, წერტილოვანი ყვითელი ჯირკვლებით მოფენილი. იზრდება მთელ საქართველოში მდინარეებისა და რუების ნაპირებზე. ტენიან ბალახნარში. ფოთლებს წიწაკის გემო აქვს. იყენებენ მედიცინაში სისხლის შესაჩერებლად.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მ. გურგენიძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 287.