ხალხური მედიცინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ხალხური მედიცინა — ხალხის მიერ დაგროვებული ემპირიული ცოდნა სამკურნალო საშუალებების, სამკურნალო მცენარეების, ჰიგიენური ჩვევების, დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის შესახებ თაობიდან თაობას ზედაპირად გადაეცემოდა და ასახვა პოვა ხალხის ზნე-ჩვეულებებში, თქმულებებში, სხვადასხვა სახის საექიმო წიგნებსა და კარაბადინებში, საქართველოში ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში სცოდნიათ სამკურნალო მცენარეებისა და მინერალური წყლების სამკურნალოდ გამოყენება, საკეისრო გაკვეთა, ტრეპანაცია, სისხლის გადასხმა, შხამსაწინააღმდეგო საშუაებების დამზადება და სხვ. ხალხური მედიცინის მრავალი მეთოდი თუ საშუალება შემდგომ მეცნიერულ მედიცინაში გადავიდა და, პირიქით< მეცნიერული მედიცინა, თავის მხრივ, გარკვეულ გავლენას ახდენდა ხალხურ მედიცინაზე.

თბილისში მრავალი გამოჩენილი სახალხო მკურნალი და დასტაქარტი მოღვაწეობდა და დღესაც მოღვაწეობს (თურმანიძეთა საგვარელო, ძმები იაგუაშვილები, ციციშვილები, იაშვილები, ზაქარია ლომიძე, ვ. ასკურავა და მრავალი სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]