დვალურა
იერსახე
დვალურა | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() Polygonum bistorta | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Polygonum bistorta | ||||||||||||||
|
დვალურა (ლათ. Polygonum bistorta) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მატიტელასებრთა ოჯახისა. აქვს კენწრულ თავთავად შეკრებილი წითელი ან ვარდისფერი წვრილი ყვავილები.
გავრცელებულია ევროპისა და აზიის ჩრდილოეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, უფრო ხშირად დეკიანებში.
დვალურას ფესურა შეიცავს მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს, სახამებელს, C ვიტამინს, გლუკოზასა და სხვა. იყენებენ მედიცინაში. ნორჩ ფოთოლს საქართველოში ზოგან მხალად ხმარობენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 491.