მატიტელასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მატიტელასებრნი
Rumex alpinus
Rumex alpinus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  მატიტელასებრნი
ლათინური სახელი
Polygonaceae

მატიტელასებრნი (Polygonaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მეტწილად ბალახები და ბუჩქბალახები, იშვიათად ბუჩქები და უფრო იშვიათად (ტროპიკებში) ხეებია. აქვთ მორიგეობით განლაგებულია ფოთლები, რთულ ყვავილედებში თავმოყრილია წვრილი ორსქესიანი ყვავილები.

ოჯახში 40-მდე გვარის 900 სახეობაა. გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმთავრესად კი ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 5 გვარი (53 სახეობა): ხორციფერა (2 სახეობა), მატიტელა (28 სახეობა), წიწიბურა (1 სახეობა), ღოლო (21 სახეობა) და Oxyria (1 სახეობა).

ძნელად მოსასპობი სარეველაა ღოლო. ამ ოჯახიდანაა სათესი კულტურა წიწიბურა (საქართველოში მთიულეთში თესავენ). მებოსტრეობაში მოჰყავთ Rumex acetosa-ს ტიპის მჟაუნები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]