შინაარსზე გადასვლა

მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  კორტინარიუსისებრნი
გვარი:  აბლაბუდიანი სოკოები
სახეობა:  მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო
ლათინური სახელი
Cortinarius armillatus (Fr.) Fr., 1838

მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius armillatus) — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების (ლათ. Cortinarius) გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპას, ცენტრალურ აფრიკას, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკას.

საჭმელი სოკოა. ზოგიერთო წყარო არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს. იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას ქმნის არყთან.

სოკო პირველად აღწერა შვედმა მიკოლოგმა ელიას მაგნუს ფრისმა 1818 წელს როგორც Agaricus armillatus, ხოლო 1838 წელს თავადვე გადაიტანა კორტიანარიუსის გვარში.[1]

სამეცნიერო სინონიმები:

ფირფიტებიანი ქუდიანი სოკოა წითელ-ნარინჯისფერი აბლაბუდიანი საბურველით. ქუდის დიამეტრი — 5-11 სმ, მოყვითალო-მოწითალო, ყვითელ-ყავისფრამდე. ნორჩობაში ამოზნექილი, შემდეგ ბრტყლად ამოზნექილი, ფართო ბორცვაკით ცენტრში, ოდნავ ჰიგროფანული. ცენტრში ხშირად წვრილქერცლოვანი, კიდეებთან ახლოს ბოჭკოვანი, კიდეებთან ხშირად ახასიათებს საბურველის ნარჩენები.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები შეზრდილია კბილით, საშუალო სიხშირის. ნორჩობაში მოყავისფრო, სიმწიფეში ჟანგისფერ-ყავისფერი.

რბილობი — არაერთგვაროვანი შეფერილობის, ნოტიო ამინდში მომურო, გაშრობის შემდეგ მოთეთრო, ნესტის სუნით.[2]

ფეხის სიგრძე — 7-20 სმდე, სისქე — 1-1,5 სმ-მდე, გურზისებრი დაბოლოებით, აბრეშუმისებრ-ბოჭკოვანი, მონაცრისფრო-ყავისფერი, მკაფიოდ გამოხატული წითელ-ნარინჯისფერი ზოლებით.

სპორების ფხვნილი — ჟანგისფერ-ყავისფერი. სპორები — 9-12,5×6,5-7 მკმ ელიფსისებური, მეჭეჭებიანი ზედაპირით. ჰეილოცისტიდების გარეშე.[3]

მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო სხვა ახლოს მდგომი სახეობებისგან ადვილად გაირჩევა ფეხზე მკაფიოდ გამოხატული ნარინჯისფერ-წითელი ფერის ზოლების ქონით.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფართოდაა გავრცელებული ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ჰოლარქტიკულ ზონაში. გავრცელების არეალი აგრეთვე მოიცავს ცენტრალური აფრიკას.[4]

იზრდება ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, გზების გასწვრივ, მჟავე ნიადაგზე. მიკორიზას ქმნის არყთან.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი. ზოგიერთი წყარო არასაჭმელ სოკოდ მიიჩნევს.[5]

კვლევებით დადგინდა, რომ მანჭკვალისებრი აბლაბუდიანი სოკო მცირე რაოდენობით შეიცავს მიკოტოქსინ ორელანინს.[6]

  • Niskanen, T.; Kytövuori, I.; Liimatainen, K., Cortinarius sect. Armillati in North Europe, ტ. 103, Bulgarian Mycological Society, 2011. — 1080—1101 გვ.
  • Нездойминого Э. Л., Семейство паутинниковые / отв. ред. М. А. Бондарцева, СПб.: Наука, 1996. — გვ. 408. 127 გვ.(Определитель грибов России: Порядок агариковые. Вып. 1).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Index Fungorum. ციტირების თარიღი: 2015-01-26.
  2. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 184, ISBN 99940-856-1-1.
  3. MushroomExpert en. ციტირების თარიღი: 2015-01-26.
  4. Discover Life Maps. ციტირების თარიღი: 2015-01-10.
  5. Phillips, Roger (2010). Mushrooms and Other Fungi of North America. Buffalo, NY: Firefly Books. p. 180. ISBN 978-1-55407-651-2.
  6. Shao D, Tang S, Healy RA, Imerman PM, Schrunk DE, Rumbeiha WK (2016). "A novel orellanine containing mushroom Cortinarius armillatus". Toxicon. 114: 65–74. doi:10.1016/j.toxicon.2016.02.010. PMID 26915341.