შინაარსზე გადასვლა

ლევან ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლევან ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 11 ოქტომბერი, 1992 (1992-10-11) (32 წლის)
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა პოლიტოლოგი, მკვლევარი
რელიგია ქრისტიანობა
მშობლები მამა: ალექსანდრე ლორთქიფანიძე
დედა: მაია სვანიძე

ლევან ლორთქიფანიძე (დ. 11 ოქტომბერი, 1992, თბილისი) — ქართველი პოლიტოლოგი, პოლიტიკური პარტიების მკვლევარი, შედარებითი პოლიტიკის ლექტორი და მემარცხენე აქტივისტი, 2010-იან წლებში საქართველოში მოქმედი რამდენიმე სოციალისტური და მწვანეთა ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი [1][2], ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატის წევრი (2014-2018) [3]. „კავკასიური სახლის“ გამგეობის წევრი 2018-2022 წლებში.[4] 2022 წელს „კავკასიური სახლის“ საერთო კრებამ აირჩია გამგეობის თავმჯდომარედ.[4]

1998-2010 წლებში ლორთქიფანიძე ქ.თბილისის მე-6 ქართულ-გერმანულ გიმნაზიაში სწავლობდა[5], რომელიც მან საქართველოს წარჩინებული მოსწავლის ოქროს მედლით დაასრულა. 2010 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2014 წელს მიიღო პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის, 2016 წელს კი პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი[6]. 2017 წლიდან ლორთქიფანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია და თეზისს შედარებითი პარტიული პოლიტიკის სფეროში ამუშავებს[7].

სამოქალაქო აქტივიზმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორთქიფანიძე სტუდენტობის პირველივე წლებიდან მონაწილეობს სამოქალაქო კამპანიებსა და საპროტესტო დემონსტრაციებში[8]. 2012 წლის გაზაფხულზე იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობით საბჭოში მემარცხენე ოპოზიციური ჯგუფიდან აირჩიეს [9]. 2012 წლის შემოდგომაზე ლორთქიფანიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართული ანტისამთავრობო სტუდენტური დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო[10][11].

2013 წელს დააფუძნა მემარცხენე ეკოლოგიური მოძრაობა „მწვანე მუშტი“. მონაწილეობდა საპირველმაისო გამოსვლების, განათლების რეფორმის მოთხოვნით გამართული ღონისძიებებისა და გიგანტური ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანიების დაგეგმვასა თუ განხორციელებაში[12][13][14].

2016 წლის გაზაფხულზე მისი მონაწილეობით დაფუძნდა ახალგაზრდული მემარცხენე მოძრაობა „აუდიტორია 115“[15].

2015 წელს ლევან ლორთქიფანიძე პოლიტიკის მეცნიერების მემარცხენე ასოციაციის - „თბილისის ფაბიანური საზოგადოების“ გამგეობის წევრად აირჩიეს[16][17]. ამავე წელს საზოგადოების გამგეობამ შეადგინდა და გამოაქვეყნა „ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის“ პირველი ტომი[18][19]. 2016 წელს ლორთქიფანიძემ „კავკასიურის სახლისა“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით შეადგინა სახელმძღვანელო „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“[20][21].

2012 წლიდან ლორთქიფანიძე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გამოცემებთან. წლების განმავლობაში იგი წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ „ლიბერალის“ საიტზე[22] და გაზეთ „მასწავლებელში“[23].

კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტში[24].

2018 წელს აირჩიეს „კავკასიური სახლის“ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს - გამგეობის წევრად.[25]

„კავკასიური სახლი“

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლიდან მუშაობს „კავკასიურ სახლში“. 2016-2022 წლებში იყო „კავკასიური სახლის“ სახალხო უნივერსიტეტის კოორდინატორი და პროექტ „კულტურის კალენდრის“ კურატორი, ეკავა ჟურნალ „აფრის“ საზოგადოებრივი განყოფილების რედაქტორის თანამდებობა, პროექტ „ინტერნეტდღიურის“ ეგიდით ხელმძღვანელობდა პროგრამას „საქართველოს სამეზობლოს კვლევების ინიციატივა“, მუშაობდა საკვირაო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგად, არის „კავკასიური სახლის“ გამომცემლობაში დასტამბული რამდენიმე წიგნის რედაქტორი და ავტორ-შემდგენელი. იყო „კავკასიური სახლის“ მშვიდობის პროგრამის არაერთი ინიციატივის მონაწილე. 2022 წლის ზაფხულიდან არის „კავკასიური სახლის“ გამგეობის თავმჯდომარე[4].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005127/
  2. https://ge.boell.org/ka/person/levan-lortkipanize
  3. http://online.tsu.edu.ge/ge/education/10457/?p=15
  4. 4.0 4.1 4.2 http://caucasianhouse.ge/about/khelmdzghvaneloba/
  5. https://fabiansocialists.wordpress.com/2015/11/09/ლევან-ლორთქიფანიძე
  6. http://www.feminism-boell.org/ka/person/levan-lortkipanize
  7. https://www.boell.de/de/person/levan-lortkipanidze
  8. https://www.radiotavisupleba.ge/a/protesti-universitetshi/24710831.html
  9. http://studinfo.edu.aris.ge/2014/03/31/tqven-gamarjvebis-realuri-shansi-gaqvt/
  10. https://www.radiotavisupleba.ge/a/students-protest/24717864.html
  11. https://www.radiotavisupleba.ge/a/students-protests-actions/24715601.html
  12. http://netgazeti.ge/news/21553/
  13. http://netgazeti.ge/news/42744/
  14. http://www.ttimes.ge/archives/24501
  15. http://rustavi2.ge/ka/news/42033
  16. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-04-16. ციტირების თარიღი: 2017-10-14.
  17. https://fabiansocialists.wordpress.com/2015/10/29/ფაბიანელმა-სოციალისტებმ
  18. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/316957-thsu-shi-krebulis-qqarthuli-memarckheneobis-qrestomathiaq-prezentacia-gaimartheba.html?ar=A
  19. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-04. ციტირების თარიღი: 2017-10-14.
  20. http://netgazeti.ge/news/160681/
  21. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-30. ციტირების თარიღი: 2017-10-14.
  22. http://liberali.ge/authors/view/1856/levan-lortqifanidze
  23. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-10-03. ციტირების თარიღი: 2023-10-24.
  24. https://www.gau.edu.ge/about/lecturerseach/levan-lortkipanidze
  25. http://caucasianhouse.ge/siakhleebi/akhali-gamgeoba/