ლევან ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლევან ლორთქიფანიძე 2016 წელი

ლევან ლორთქიფანიძე (დ. 11 ოქტომბერი, 1992, თბილისი) — პოლიტიკური პარტიების მკვლევარი და მემარცხენე აქტივისტი, 2010-იან წლებში საქართველოში დაარსებული რამდენიმე სოციალისტური და მწვანეთა ახალგაზრდული მოძრაობის თანადამფუძნებელი[1] [2], ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014 წლის მოწვევის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩეული დელლეგატი [3].

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1998-2010 წლებში ლორთქიფანიძე ქ.თბილისის მე-6 ქართულ-გერმანულ გიმნაზიაში სწავლობდა[4], რომელიც მან საქართველოს წარჩინებული მოსწავლის ოქროს მედლით დაასრულა. 2010 წელს ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, 2014 წელს მიიღო პოლიტიკის მეცნიერების ბაკალავრის, 2016 წელს კი პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრის აკადემიური ხარისხი[5]. 2017 წლიდან ლორთქიფანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტია და თეზისს შედარებითი პარტიული პოლიტიკის სფეროში ამუშავებს[6].

სამოქალაქო აქტივიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლორთქიფანიძე სტუდენტობის პირველივე წლებიდან მონაწილეობს სამოქალაქო კამპანიებსა და საპროტესტო დემონსტრაციებში[7]. 2012 წლის გაზაფხულზე იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა წარმომადგენლობით საბჭოში მემარცხენე ოპოზიციური ჯგუფიდან აირჩიეს [8]. 2012 წლის შემოდგომაზე ლორთქიფანიძე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ გამართული ანტისამთავრობო სტუდენტური დემონსტრაციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო[9][10].

2013 წელს დააფუძნა მემარცხენე ეკოლოგიური მოძრაობა "მწვანე მუშტი". მონაწილეობდა საპირველმაისო გამოსვლების, განათლების რეფორმის მოთხოვნით გამართული ღონისძიებებისა და გიგანტური ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო კამპანიების დაგეგმვასა თუ განხორციელებაში[11][12] [13].

2016 წლის გაზაფხულზე მისი მონაწილეობით დაფუძნდა ახალგაზრდული მემარცხენე მოძრაობა "აუდიტორია 115"[14].

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს ლევან ლორთქიფანიძე პოლიტიკის მეცნიერების მემარცხენე ასოციაციის - „თბილისის ფაბიანური საზოგადოების“ გამგეობის წევრად აირჩიეს[15][16]. ამავე წელს საზოგადოების გამგეობამ შეადგინდა და გამოაქვეყნა „ქართული მემარცხენეობის ქრესტომათიის“ პირველი ტომი[17][18]. 2016 წელს ლორთქიფანიძემ „კავკასიურის სახლისა“ და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ბიუროს მხარდაჭერით შეადგინა სახელმძღვანელო „მწვანე ანთოლოგია: პოლიტიკა და ეკონომიკა მწვანეების თვალთახედვით“[19][20].

2012 წლიდან ლორთქიფანიძე აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გამოცემებთან. წლების განმავლობაში იგი წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ „ლიბერალის“ საიტზე[21] და გაზეთ „მასწავლებელში“[22].

კითხულობს ლექციებს თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00005127/
  2. https://ge.boell.org/ka/person/levan-lortkipanize
  3. http://online.tsu.edu.ge/ge/education/10457/?p=15
  4. https://fabiansocialists.wordpress.com/2015/11/09/%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94/
  5. http://www.feminism-boell.org/ka/person/levan-lortkipanize
  6. https://www.boell.de/de/person/levan-lortkipanidze
  7. https://www.radiotavisupleba.ge/a/protesti-universitetshi/24710831.html
  8. http://studinfo.edu.aris.ge/2014/03/31/tqven-gamarjvebis-realuri-shansi-gaqvt/
  9. https://www.radiotavisupleba.ge/a/students-protest/24717864.html
  10. https://www.radiotavisupleba.ge/a/students-protests-actions/24715601.html
  11. http://netgazeti.ge/news/21553/
  12. http://netgazeti.ge/news/42744/
  13. http://www.ttimes.ge/archives/24501
  14. http://rustavi2.ge/ka/news/42033
  15. http://european.ge/tbilisis-fabianuri-sazogadoebis-manifesti/
  16. https://fabiansocialists.wordpress.com/2015/10/29/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9B/
  17. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/316957-thsu-shi-krebulis-qqarthuli-memarckheneobis-qrestomathiaq-prezentacia-gaimartheba.html?ar=A
  18. http://evergreen.tsu.ge/eg/opac/record/68921
  19. http://netgazeti.ge/news/160681/
  20. http://caucasianhouse.ge/event/book-presentation-2/
  21. http://liberali.ge/authors/view/1856/levan-lortqifanidze
  22. http://mastsavlebeli.ge/?tag=%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94