მწვანე მუშტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მწვანე მუშტის“ ლოგო

„მწვანე მუშტი“საქართველოში მოქმედი სოციალური მოძრაობა, რომელიც მემარცხენე და ეკოლოგიურ ღირებულებებზეა ორიენტირებული. მოძრაობა დაფუძნდა 2013 წელს. იგი ძირითადად სტუდენტებსა და ახალგაზრდებს აერთიანებს.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძრაობა „მწვანე მუშტის“ ჩამოყალიბება 2013 წლის ივლისში გადაწყდა. გაერთიანებაში 20 ივლისს „დედაენის ბაღში“ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები გაწევრიანდნენ. საპროტესტო აქციის მთავარი ლოზუნგი იყო „არა რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას“. 2013 წლის შემოდგომიდან მოძრაობამ აქტიური კამპანია დაიწყო ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის წინააღმდეგ. „მწვანე მუშტის“ ორგანიზებით სოფელ ხაიშსა და თბილისში რამდენიმე სტუდენტური გამოსვლა მოეწყო.[2]

2013-2015 წლებში მოძრაობის წარმომადგენლები სამოქალაქო აქტივიზმის სხვადასხვა ფორმით მონაწილეობდნენ საპირველმაისო დემონსტრაციებში, მუშათა გაფიცვების მხარდამჭერ აქციებსა და შრომის უფლებების დასაცავად წარმოებულ კამპანიებში.[3][4] ამასთანავე, „მწვანე მუშტი“ საყდრისის ოქროს მაღაროს არქეოლოგიური ძეგლის გადარჩენის მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი იყო და გამოდიოდა კაზრეთის საწარმოს ნაციონალიზაციის მოთხოვნით.[5][6]

„მწვანე მუშტის“ ინიციატივით გაიმართა ნარჩენების დახარისხებისა თუ მდინარეების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები[7]

2015 წელს მემარცხენე-ეკოლოგიურმა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო თბილისის კინოს მეთხუთმეტე საერთაშორისო ფესტივალშიც[8] მოძრაობის ორი წევრი თსუ-ის წარმომადგენლობით საბჭოს დელეგატად არის არჩეული.[9] „მწვანე მუშტის“ აქტივისტი ცოტნე ცხვედიანი კი 2015 წელს წარდგენილი იყო ლიტერატურულ პრემია „საბაზე“ ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“.[10]

2014 წელს „მწვანე მუშტმა“ საკუთარი პოლიტიკური მანიფესტი გამოაქვეყნა.[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The economy isn’t everything, say Georgia’s green activists
  2. სტუდენტების აქცია ხუდონჰესის წინააღმდეგ
  3. სტუდენტური მოძრაობა დაბა კაზრეთში აქციას გამართავს
  4. „მწვანე მუშტი“ სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობის მოთხოვნით, ჭიათურაში დღეს აქციას გამართავს
  5. მოძრაობა „მწვანე მუშტი“ საყდრისის ნაციონალიზაციას მოითხოვს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-09-08.
  6. Green Fist SOS[მკვდარი ბმული]
  7. სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტი“ თსუ მაღლივი კორპუსის ტერიტორიაზე გამართავს აქციას „დაახარისხე ნარჩენები!“
  8. „მწვანე ფერი“ ქალაქდაგეგმარება, ეკო პოლიტიკა და მწვანე აქტივიზმი[მკვდარი ბმული]
  9. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2015-09-08.
  10. ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია[მკვდარი ბმული]
  11. “მწვანე მუშტის” მანიფესტი