ლაოსის კულტურა
ლაოსის კულტურა—ლაოსს აქვს უძველესი და გამორჩეული კულტურა, რომელიც განვითარდა ბუდიზმის შტოს- თხერავადას დიდი გავლენით. მრავალი ძველი კულტურული ტრადიცია ჯერ კიდევ არსებობს ლაოსის ხალხებისა და ეთნიკურ ჯგუფებში. ლაოსში იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის 2 ძეგლია -ლუანგპრაბანგიდა ვატ -ფხუ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიის 2 კანდიდატი - დოქების ხეობა და დიდი სამარხი ვიენტიანში.[1]
ქვეყნის ხელმძღვანელობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის, განსაკუთრებით ძველ ბუდისტურ ტაძრებს , რომელთა შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანი თანხებია გამოყოფილი.[2]
ლაოსი აღნიშნავს დიდი რაოდენობით ეროვნული დღესასწაულების და მასპინძლებს კულტურული ფესტივალების, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც არის წლიური Bun Pha Vet ფესტივალი [3] ეს არის ორდღიანი ბუდისტური ფესტივალი, რომელიც ტარდება იანვარში ან თებერვალში, მთვარის ციკლიდან გამომდინარე. დღესასწაულების დროს ბუდისტი ბერები კითხულობენ მაჰა ვეტსანდონ ჩადოკს ("დიდი დაბადების ქადაგება").
უმეტეს ქვეყნებისგან განსხვავებით, ბოლო დრომდე ლაოსს არ ჰქონდა კანონმდებლობა საავტორო უფლებების შესახებ. [4] მომზადებულია ეროვნული კანონის პროექტი ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ. გარდა ამისა, ლაოსს აქვს კანონი სასაქონლო ნიშნებზე.[5][6]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსურ ლიტერატურაზე დიდი გავლენა მოახდინა ბუდიზმმა და ინდურმა მითოლოგიამ. მასში დომინირებდა ზეპირი ხალხური შემოქმედება (სიმღერები, ზღაპრები, მითები, მოთხრობები და ა.შ.).
მუსიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსის მუსიკის ხალხური ტრადიციები სათავეს იღებს მე-12 საუკუნიდან. ძლიერი ჩინური და ინდური გავლენის მიუხედავად, მან მაინც შეინარჩუნა თვითმყოფადობა. ქვეყანაში არ არსებობს სანოტო დამწერლობა, ამიტომ ხალხური მელოდიები ზეპირად ვრცელდება. განვითარებულია ვოკალური და საგუნდო სიმღერის კულტურა. განსაკუთრებთ პოპულარულია მოხეტიალე მუსიკოსების იმპროვიზირებული ბალადები და სატრფიალო დუეტები. მუსიკალური საკრავებიდან გავრცელებულია ხენი(ბამბუკის რამდენიმე ღეროსაგან შემდგარი საკრავი), პოპულარულია აგრეთვე ფლეიტა, ორსიმიანი ვიოლინო, სხვადასხვაგვარი დოლი, გონგი, ქსილოფონი და რთული საკრავი კონ ვონი, რომელიც ნალისებურ ჩარჩოში გაწყობილი 16 პატარა ბრინჯაოს გონგისაგან შედგება. ამ საკრავთა ერთიანობა შეადგენს ლაოსის მცირე ორკესტრს. 60-70-იანი წლებიდან მცირე ორკესტრში ჩართეს ევროპული ვიოლინოები და აკორდეონები. კლარნეტებითა და დიდი დოლებით შევსებული ორკესტრი მონაწილეობს სამეფო და რელიგიურ პროცესებში, სამეფო ბალეტების გამოსვლებში.
თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თეატრალური ხელოვნება ლაოსში ჩაისახა შრომისა და რელიგიურ-სპორტული დღესასწაულებზე. მასზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ბუდიზმმა. წარმოდგენებს საფუძვლად უდევს სიუჟეტები ინდური ეპოსიდან „რამაიანა“ და „მაჰაპჰარატა“, აგრეთვე რომანტიკული ზღაპრები, ლეგენდები რელიგიური ნაწარმოებები და სხვ. მსახიობები გამოდიან მკაცრად კანნონიზებული, მდიდრული კოსტიუმებით, სახეზე ლაკის ფერადოვანი ნიღაბი უკეთიათ. მიუხედავად იმისა, რომ არ არის დეკორაცია და ბუტაფორია, წარმოდგენა დიდებული საზეიმო სანახაობის შთაბეჭდილებას ქმნის. ლაოსში რამდენიმე საუკუნეა არსებობს სამეფო ბალეტი. მოხეტიალე მსახიობები წარმოდგენებს მართავენ ღია ცის ქვეშ. მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ჩრდილებისა და თოჯინების თეატრს. ყველა თეატრალური წარმოდგენა სრულდება ორკესტრის თანმხლებით.
კინემატოგრაფი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლაოსის ეროვნული კინემატოგრაფია განვითარების საწყის ეტაპზეა. ქვეყანაში 50 კინოთეატრია (მათ შორის - ყველაზე დიდი კინოთეატრი და საკონცერტო დარბაზი "ოდეონ-რამა" ვიენტიანში).
გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Events & Festivals in Laos (Department of Tourism Marketing of Ministry of Information, Culture and Tourism)
- UNESCO World Heritage Sites in Laos
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Pew Research Center 2015
- ↑ "Laos – Encyclopædia Britannica Overview". Encyclopædia Britannica. Retrieved 23 January 2011.
- ↑ Boun Phave: Lao Voicest დაარქივებული 26 აპრილი 2009 წ..
- ↑ iipa.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2020-11-20.
- ↑ DISM — Departement of Industrial Property, Standardisation and Metrology მიმართვის თარიღი: 5 ნოემბერი 2012. დაარქივებულია 1 ივნისი 2012 წ.
- ↑ "Laos profile". 9 January 2018. Retrieved 26 April 2019.