შინაარსზე გადასვლა

ლუანგპრაბანგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუანგპრაბანგი
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი
სტატუსი მსოფლიო მემკვიდრეობა
ქვეყანა ლაოსის დროშა ლაოსი
მსოფლიო მემკვიდრეობა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iv, v
რეგიონი აზია და ოკეანეთი
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 1995  (მე-19 სესია)
ნომერი 479
Map
https://tourismluangprabang.gov.la/
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 479
ინგლ.რუს.ფრ.

ლუანგპრაბანგი (ლაოს. ຫລວງພະບາງ) — ქალაქი ლაოსში. იყო ამავე სახელწოდების სახელმწიფოს დედაქალაქი, ამჟამად ლუანგპრაბანგის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ცენტრალურ ნაწილში, ვიენტიანიდან 425 კილომეტრზე ჩრდილოეთით. 2005 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 50 000 კაცი.

ლაოსის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებამდე (1975 წ.) ქალაქს უწოდებდნენ „სამეფო დედაქალაქს“, რადგან აქ მდებარეობდა ლაოსის მეფის რეზიდენცია. ქალაქის ძველი სახელწოდებაა მიანგ-სუა.

ქალაქს 1995 წლიდან იცავს იუნესკო, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]