კიტრისუნა[1] (ლათ.Borago officinalis) — ერთწლოვანიბოსტნეული და მრავალწლოვანისარეველა მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. ველურ ბუნებაში იზრდება ხმელთაშუაზღვისპირეთსა და სამხრეთ ამერიკაში. აქვს სწორმდგომი, 20–70 სმ სიმაღლის და ძლიერ დატოტვილი ღერო, რომელიც შემოსილია ბეწვით. ფოთლები დიდი ზომის, ოვალური და ასევე ბეწვით შემოსილია; წვნიანია, აქვს ახალი კიტრის სუნი და გემო. ყვავილები მრგვალი, ცისფერი, იშვიათად თეთრია, შეკრებილია გაშლილ ფარისებრ-საგველასებრ ყვავილედებში. ნაყოფი მუქი ყავისფერი კაკლუჭაა (სიგრძით 5 მმ-მდე). ფოთლები შეიცავს C ვიტამინსა და კაროტინს, საკვებად იყენებენ კიტრის შემცვლელად (სალათებში და სხვ.). კიტრისუნას ყვავილები ნედლი ან ხმელი სახით გამოიყენება საკონდიტრო და ლიქიორ-არყის წარმოებაში; თესლისგან მიღებული ზეთი იხმარება მედიცინასა და პარფიუმერიაში. მცენარე არ არის მომთხოვნი ნიადაგის შემადგენლობისა და ნაყოფიერების მიმართ, შედარებით კარგად უძლებს გვალვასა და სიცივეს. კულტივირებულია უპირატესად სამოყვარულო მეურნეობებში. კარგი თაფლოვანი მცენარეა. ამრავლებენ თესლით, იშვიათად — ფესურის გაყოფით.[2]