კაკლუჭა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაკლუჭა (ლათ. nucula) — ერთთესლიანი უხსნელი ნაყოფი, რომელიც შედის აპოკარპული ნაყოფის — ნაყოფედის შემადგენლობაში (მაგ., ბაია). ზოგჯერ კაკლუჭას უწოდებენ სხვა მცირე ზომის ერთთესლიან ნაყოფს (შავთარას „აპოკარპული კაკლუჭა“, წიწიბურას „ლიზიკარპული კაკლუჭა“), აგრეთვე შავწამალასებრთა და ტუჩოსანთა ერემებს და რძიანასებრთა მერიკარპიუმებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]