კაფია
იერსახე
კაფია (არაბ. ყაფია - რითმა) — ქართული ზეპირსიტყვიერების პოეტური ჟანრი, სატირულ-იუმორისტული ხასიათის ლექსი, რომელიც სახელდახელოდ იქმნება ლექსით შეჯიბრში. ლექსებით კითხვა-პასუხის მიგება ხდება როგორც სხვისი, ისე საკუთარი ლექსებითაც. კაფიის სახელწოდება მიუთითებს, რომ ესთეტიკური ეფექტისატირულ-იუმორისტული ხასიათის შინაარსისთვის რითმის იმპროვიზაციულ დაძებნაშია.
კაფია არსებობს ცალფა და ორფა. ფშავ-ხევსურეთში კაფიას თავისპირის ლექსსაც უწოდებენ.