გალექსება
იერსახე
გალექსება, ქართული ხალხური სიტყვიერების სატირულ-იუმორისტული პოეტური ჟანრი; პაექრობა ორ მოლექსეს შორის. გალექსების თემატიკა ძირითადად ლოკალური ხასიათისაა (სათემო, საგვარეულო, საოჯახო, პიროვნული და ა. შ.). გავრცელებულია საქართველოს ყველა კუთხეში, განსაკუთრებით ფშავ-ხესურეთში. არსებობს პირდაპირი და დაბარებითი გალექსება. პირდაპირი ზეპირი სახისაა, დაბარებითი კი გვხვდება როგორც ზეპირი, ისე წერილობითი სახით. გალექსება უახლოვდება ცალფა კაფიას, უფრო მეტად კი - გაშაირებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 637.