გაშაირება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაშაირება, ხალხური პოეტური ტურნირი, მეტოქეთა პაექრობა სალაღობო ერთსტროფიანი ლექს-სიმღერებით (შაირებით). სრულდება მუსიკალური ინსტრუმენტის (სტვირი, ჩონგური, ფანდური, გიტარა და სხვა) თანხლებითაც. გაშაირება სატირულ-იუმორისტული ხასიათისაა, მოიცავს საყოფაცხოვრებო, სატრფიალო, სოციალურ მოტივებს. გაშაირების ტრადიცია შორეული წარსულიდან მომდინარეობს. მისი პირველი ჩამწერია იოანე ბატონიშვილი (1768-1830). გაშაირება შეიძლება წერილობითაც, მას ბევრი რამ აქვს საერთო გალექსებასთან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შანიძე ა., ქართული ხალხური პოეზია, ტ. 1 - ხევსურეთი, ტფ., 1931, გვ. 019-020;
  • ქსე, ტ. 3, გვ. 22, თბ., 1978