შინაარსზე გადასვლა

კარლ ჰაინრიხ როზენბუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარლ ჰაინრიხ როზენბუში
გერმ. Karl Heinrich Rosenbusch
დაბ. თარიღი 24 ივნისი, 1836(1836-06-24)[1] [2] [3] [4]
დაბ. ადგილი აინბეკი
გარდ. თარიღი 20 იანვარი, 1914(1914-01-20)[1] [2] [3] [4] (77 წლის)
გარდ. ადგილი ჰაიდელბერგი[5] [4]
დასაფლავებულია ბერგფრიდჰოფი
მოქალაქეობა  გერმანია
საქმიანობა გეოლოგი, მინერალოგი, პედაგოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
განთქმული მოსწავლეები ალექსანდრე ფერსმანი
მამა Georg Heinrich Wilhelm Rosenbusch
ჯილდოები უოლასტონის მედალი[6]

კარლ ჰაინრიხ ფერდინანდ როზენბუში[7] (გერმ. Karl Heinrich Rosenbusch; დ. 24 ივნისი 1836, აინბეკი, — გ. 20 იანვარი 1914, ჰაიდელბერგი) — გერმანელი პეტროგრაფი და გეოლოგი. ძირითადად მუშაობდა პეტროგრაფიის დარგში. სწავლობდა გეტინგენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1869 წელს ფრაიბერგის სამთო აკადემიაში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1873 წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტის, 1878-1908 წლებში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მინერალოგიისა და გეოლოგიის პროფესორი, 1888 წლიდან, ერთდროულად, — ბადენის გეოლოგიური კომიტეტის დამფუძნებელი და დირექტორი.[8] როზენბუშის ძირითადი შრომები შეეხება ქანების ოპტიკური კვლევის მეთოდებსა და თეორიული პეტროგრაფიის საკითხებს. როზენბუში მაგმური ქანების მრავალფეროვნებას მაგმის დიფერენციაციით ხსნიდა. გამოყო ქანთა მეტამორფიზმის სხვადასხვა ტიპები. 1886 წელს შემოგვთავაზა ტერმინი დინამომეტაროფიზმი. გააუმჯობესა პოლარიზაციული მიკროსკოპი. როზენბუშის სახელი ეწოდა იშვიათ მინერალს — როზენბუშიტი.[9]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  3. 3.0 3.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 www.accademiadellescienze.it
  5. Розенбуш Карл Генрих Фердинанд // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  6. https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal
  7. კარლ ჰაინრიხ როზენბუში — უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი[მკვდარი ბმული]
  8. კარლ ჰაინრიხ როზენბუში — დიდი საბჭოთა ენციკლოპედია (რუსული)
  9. კარლ ჰაინრიხ როზენბუში — გეოგრაფიული ლექსიკონი (რუსული)