კარლ ჰაინრიხ როზენბუში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კარლ ჰაინრიხ როზენბუში
გერმ. Karl Heinrich Rosenbusch
Harry Rosenbusch (HeidICON 33509).jpg
დაბ. თარიღი 24 ივნისი 1836(1836-06-24)[1]
დაბ. ადგილი აინბეკი
გარდ. თარიღი 20 იანვარი 1914(1914-01-20)[1] (77 წლის)
გარდ. ადგილი ჰაიდელბერგი[2]
დასაფლავებულია ბერგფრიდჰოფი
მოქალაქეობა Flag of Germany.svg გერმანია
მუშაობის ადგილი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი გეტინგენის უნივერსიტეტი
მამა Georg Heinrich Wilhelm Rosenbusch
ჯილდოები უოლასტონის მედალი

კარლ ჰაინრიხ ფერდინანდ როზენბუში[3] (გერმ. Karl Heinrich Rosenbusch; დ. 24 ივნისი 1836, აინბეკი, — გ. 20 იანვარი 1914, ჰაიდელბერგი) — გერმანელი პეტროგრაფი და გეოლოგი. ძირითადად მუშაობდა პეტროგრაფიის დარგში. სწავლობდა გეტინგენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1869 წელს ფრაიბერგის სამთო აკადემიაში მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1873 წლიდან სტრასბურგის უნივერსიტეტის, 1878-1908 წლებში ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის მინერალოგიისა და გეოლოგიის პროფესორი, 1888 წლიდან, ერთდროულად, — ბადენის გეოლოგიური კომიტეტის დამფუძნებელი და დირექტორი.[4] როზენბუშის ძირითადი შრომები შეეხება ქანების ოპტიკური კვლევის მეთოდებსა და თეორიული პეტროგრაფიის საკითხებს. როზენბუში მაგმური ქანების მრავალფეროვნებას მაგმის დიფერენციაციით ხსნიდა. გამოყო ქანთა მეტამორფიზმის სხვადასხვა ტიპები. 1886 წელს შემოგვთავაზა ტერმინი დინამომეტაროფიზმი. გააუმჯობესა პოლარიზაციული მიკროსკოპი. როზენბუშის სახელი ეწოდა იშვიათ მინერალს — როზენბუშიტი.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]