იცხაკ ილანი
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|იცხაკ ილანი}} |
იცხაკ ილანი | |
---|---|
יצחק אילן ავთანდილ წიწუაშვილი | |
დაბადების თარიღი | 28 ივლისი, 1956 |
დაბადების ადგილი | სურამი |
გარდაცვალების თარიღი | 16 ოქტომბერი, 2020 (64 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ფეთახ თიკვა |
ჯარის სახეობა | Israeli Air Force |
წოდება | ლეიტენანტი |
იცხაკ ილანი (დაბადებისას - ავთანდილ წიწუაშვილი) — ისრაელელი უშიშროების ოფიცერი. 1982-2012 წლებში მსახურობდა ისრაელის უშიშროების სააგენტოში (შაბაქი ან შინ-ბეთი) და მისი ბოლო თანამდებობა იყო ამ სააგენტოს უფროსის მოადგილე (2010-2011).[1][2]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იცხაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი) დაიბადა საქართველოში, დაბა სურამში 1956 წლის 28 ივლისს.
იცხაკ ილანი არის საქართველოში ცნობილი რაბინების ოჯახის შთამომავალი: მისი ბაბუა, რაბი ხახამ გაბრიელ დავარაშვილი, იყო XX საუკუნის გამოჩენილი რაბის, ხაიმ ჰალევი სოლოვეიჩიკის მოწაფე ბრისკში. მისი ბაბუის უფროსი ძმა, რაბი მოშე ჰაკატანი იყო რაბი ისრაელ მეირ ჰაქოენის, იგივე ხაფეც ხაიმის, მოწაფე ქალაქ რადინში.[3] მოსე ჰა კატანი (მოსე დავარაშვილი) იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის პარლამენტის წევრი 1918-1921 წლებში და ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. მოსე დავარაშვილი 1970-იან წლებში საბჭოთა კავშირიდან იმიგრაციის განახლების მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერია. მეორე ძმა, რაბი იაკობ დავარაშვილი, იყო ქართველი ებრაელების მთავარი რაბინი 1960-იან წლებში. ბაბუის კიდევ ერთი ძმა პალესტინაში ჩავიდა 1920-იან წლებში.
იცხაკ ილანმა 1973 წლის ზაფხულში წარჩინებით დაამთავრა თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის სკოლა-ინტერნატი და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. იმავე წელს, 17 აგვისტოს, ოჯახთან ერთად ჩავიდა ისრაელში და იერუსალიმში დასახლდა.
უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ისრაელის ჯარში სამსახურით უკეთესად გამოადგებოდა ქვეყანას.
1976-1980 წლებში მსახურობდა ისრაელის ჯარში, საჰაერო ძალების საზენიტო დივიზიაში და ბატალიონის მეთაურის თანამდებობას მიაღწია ლეიტენანტის წოდებით.
იცხაკ ილანმა უშიშროების სამსახურში სხვადასხვა წამყვან თანამდებობებზე იმსახურა 31 წლის განმავლობაში, მიაღწია სახელმწიფოს უშიშროების სამსახურის გენერალ-მაიორის წოდებას, მისი თანამდებობის რიგში აღსანიშნავია ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილეს თანამდებობა.
იცხაკ ილანი იყო საჯარო საფინანსო კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი, 2017 წლიდან კი საინვესტიციო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და სხვადასხვა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი.
იცხაკ ილანი ფლობდა 5 ენას. მან წარჩინებით დაამთავრა ბარ-ილანის უნივერსიტეტის ეკონომიკის, სოციოლოგიისა და პოლიტოლოგიის ფაკულტეტი, შემდგომ გახდა თელ-ავივის უნივერსიტეტის დიპლომატიის ფაკულტეტის მაგისტრი.[4]
იცხაკ ილანი გარდაიცვალა 2020 წლის 16 ოქტომბერს ისრაელში კორონავირუსის პანდემიის დროს.[5]
შაბაქში სამსახური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1982 წლის იანვარში ილანმა დაიწყო სამსახური ისრაელის უშიშროების სააგენტოს კონტრდაზვერვის რუსეთის განყოფილებაში.
1985 წელს იცხაკ ილანმა ისწავლა არაბული ენა, გადავიდა უშიშრეობის სააგენტოს არაბულ სექტორში და დაიწყო მუშაობა ტერაქტების გამომძიებლად იუდეასა და სამარიაში და სულ მალე დაინიშნა ქალაქ რამალაში საგამომძიებლო ჯგუფის უფროსად, მოგვიანებით კი იუდეასა და სამარიის საგამომძიებლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ.
1995-1997 წლებშის განმავლობაში ილანი იყო ღაზის სექტორში დაზვერვისა და ოპერატიული სამუშაოების დეპარტამენტის უფროსი. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა განთქმული პალესტინელი ტერორისტის იხია აიშის, ე.წ. „ინჟინერის“ ლიკვიდაციაში. [6]
2000-2003 წლებში, მეორე „ინტიფადის“ დროს, იცხაკ ილანი შინ-ბეთს მეთაურობდა სამარიის რაიონში. 2002 წელს ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჩაატარეს ოპერაცია „თავდაცვის კედელი“, რომლის შედეგათაც მძიმე ზარალი მიაყენეს ტერორისტულ ინფრასტრუქტურას იუდეასა და სამარიაში და ხელახლა დაიპყრეს ეს ტერიტორიები.
2004-2006 წლებში იცხაკ ილანმა მიიღო გენერლის წოდება და დაინიშნა შინ-ბეთის საგამოძიებო განყოფილების ხელმძღვანელად. იგი ხელმძღვანელობდა სპეციალურ საგამოძიებო ჯგუფს, რომელიც შედგებოდა შინ ბეთის, ისრაელის პოლიციის და ისრაელის ჯარის გამომძიებლებისგან. ამ ჯგუფმა ჩაატარა რეზერვის პოლკოვნიკის ელხანან ტენენბაუმის საქმის გამოძიება, როდესაც ის ხიზბალას 3 წლიანი ტყვეობიდან იქნა განთავისუფლებული.
2006 წელს ილანმა პარალელურად უხელმძღვანელა არაბულ განყოფილებასაც და ერთი წლის განმავლობაში მან ამ განყოფილების სრული რეორგანიზაცია განახორციელა.
2006-2008 წლებში ილანი ხელმძღვანელობდა ანტიტერორისტულ და სადაზვერვო არაბულ-ირანულ განყოფილებას.
2008-2010 წლებში ილანი ხელმძღვანელობდა ე.წ. უცხოეთის განყოფილებას, რომელიც ფუნქციებშიც შედის:
- საზღვარგარეთ მცხოვრები ებრაული მოსახლეობის მიმართ ტერორის წინააღმდეგ ბრძოლა,
- დასავლეთის ქვეყნების (არა არაბულ-ირანულის) წინააღმდეგ კონტრდაზვერვა,
- ისრაელის ნაციონალური უშიშროების საიდუმლოებების დაცვა და ა.შ.
როგორც დეპარტამენტის უფროსი, ის აგრეთვე ამერიკელი ებრაელი ტერორისტის ჯეკ ტაიტელის დაპატიმრების პასუხისმგებელი იყო.
2010 წლის დასაწყისში იცხაკ ილანი ისრაელის უშიშროების სააგენტოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა, სადაც იმუშავა 2011 წლის სექტემბრამდე. იუვალ დისკინმა, განყოფილების უფროსმა, რომელიც მაშინ თანამდებობას სტოვებდა, რეკომენდაცია გაუწია ილანს, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ილანი არ იქნა დანიშნული უშიშროების სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე.
2013 წელს იცხაკ ილანმა ინტერვიუ მისცა ალექს ფიშმანს გაზეთ „ედიოთ ახრონოთიდან“ და აღნიშნა ოთხი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელმაც ტერორიზმის წარმატებული აღკვეთა გამოიწვია. [7]
„
|
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Knesset debates whether Gaza disengagement helped Hamas, By Mazal Mualem, Published: 18.07.2014,Al-Monitor
- ↑ Former Deputy Director of the Israeli Security Agency (“Shin-Bet”) joins Brainwave Science’s International Advisory Board, Business Wire, 16 February 2016
- ↑ מאיר מיכאלי, " הנער מציחנוואלי שהפך לגדול בישראל ",עיתון "האור", 8 בינואר 2015, גיליון 37, עמוד 14. כפי שפורסם במקור בהמודיע בשנת 1976 על ידי ג. אחיהוד.
- ↑ "The Shin Bet Needs a Chief Who'll Clean the Place Up", By Amir Oren, Published: 17.11.2014, Haaretz Daily Newspaper
- ↑ „Former Shin Bet deputy director Yitzhak Ilan died from COVID-19 at 64“. The Jerusalem Post. 16 October 2020.
- ↑ Oren, Amir. „Description of proposed deputy“ (ებრაული). Haaretz.
- ↑ Alex Fishman, "Bekoach Whobemoach" - Itzhak Ilan, Former Deputy of the shin-bet in first and An exclusive interview, The "Mussaf Leshabat" of Yediot Achronot, 1 March 2013.