შინაარსზე გადასვლა

იუსუფ ბინ ისჰაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
'იუსუფ ბინ ისჰაკი
يوسف بن إسحاق '
სინგაპურის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 აგვისტო, 1965 – 23 ნოემბერი, 1970
პრემიერ-მინისტრი  ლი კუან იუ
წინამორბედითანამდებობა დაარსდა
მემკვიდრებენჯამინ შირესი

დაბადებული12 აგვისტო, 1910
ტერონგი, მალაიზია
გარდაცვლილი23 ნოემბერი, 1970
სინგაპური
საქმიანობაჟურნალისტი
რელიგიასუნიტური ისლამი

იუსუფ ბინ ისჰაკი (მალ. Yusof bin Ishak; დ. 12 აგვისტო, 1910, ტერონგი, მალაიზია — გ. 23 ნოემბერი, 1970, სინგაპური) — სინგაპურელი ჟურნალისტი და პოლიტიკური მოღვაწე. სინგაპურის პირველი პრეზიდენტი (1965-1970 წწ.).

დაიბადა წარმოშობით სუმატრელი გავლენიანი სახელმწიფო მოღვაწის ოჯახში. 1933 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა სინგაპურში.

1929 წლიდან ჟურნალისტურ კარიერას ეწევა, დააარსა ჟურნალი „სპორტსმენი“. 1932 წლიდან მუშაობდა მალაიურ გაზეთ „ვარტა მელაიუ“-ში, სადაც მალე მიიღო მთავარი რედაქტორის მოადგილის თანამდებობა. 1938 წელს კოლეგებთან ერთდ დააარსა საგამომცემლო „უტუსან მელაიუ“. იგივე სახელი ეწოდა გაზეთსაც, რომლის პირველი რედაქტორიც თავად გახდა. იაპონიის მიერ ოკუპაციის დროს (1942-1945 წწ.) იგი იმყოფებოდა მალაიზიაში. ოკუპაციის დასრულების შემდეგ დაბრუნდა სინგაპურში და კვლავ გააგრძელა საგამომცემლო საქმე.

1959 წლიდან სინგაპურის გუბერნატორად დანიშნეს. 1965 წლიდან სინგაპურის პრეზიდენტი და სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო რექტორია.

გარდაიცვალა თანამდებობაზე 1970 წლის 23 ნოემბერს. დაკრძალულია კრანჯის სახელმწიფო სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]