შინაარსზე გადასვლა

ბენჯამინ ჰენრი შირესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბენჯამინ ჰენრი შირესი
სინგაპურის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 იანვარი, 1971 – 12 მაისი, 1981
პრემიერ-მინისტრი  ლი კუან იუ
წინამორბედიიუსუფ ბინ ისჰაკი
მემკვიდრედევან ნაირი

დაბადებული12 აგვისტო, 1907
სინგაპური
გარდაცვლილი12 მაისი, 1981
სინგაპური
პოლიტიკური პარტიასახალხო მოქმედების პარტია
რელიგიაქრისტიანობა

ბენჯამინ ჰენრი შირესი (დ. 12 აგვისტო, 1907, სინგაპური — გ. 12 მაისი, 1981, სინგაპური) — სინგაპურის სახელმწიფო მოღვაწე, ექიმი, პედაგოგი, პროფესორი, მედიცინის დოქტორი. სინგაპურის მეორე პრეზიდენტი (1971–1981 წლებში). სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის პირველი კანცლერი.

ბენჯამინ ჰენრი შირესი დაიბადა შერეულ ევროპა-აზიურ ოჯახში. მისი მამა ედვინ შირესი, ინგლისელი იყო, რომელიც გაიზარდა ინდოეთში, მუშაობდა საზოგადოებრივი სამუშაოების განყოფილების ტექნიკურ დირექტორად. დედა, ლილიან გომესი, დაიბადა სინგაპურში და იყო ჩინურ-სინგაპურულ-ესპანური წარმომავლობის.

განათლება მიიღო წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის სახელობის პრესტიჟულ სკოლაში Raffles Institution. 1922 წელს იგი სასწავლებლად გადავიდა რადლზას სახელობის ინსტიტუტში, ერთდერთ სკოალში, რომელიც აღჭურვილი იყო სამეცნიერო ლაბორატორიებით. ამით იგი იდეალური ადგილი გახდა შირესისათვის, რადგან აქ დაიკმაყოფილებდა თავის ამბიციებს და ექიმი გახდებოდა. 1929 წელს დაასრულა მეფე ედუარდ VII-ის სახელობის სამედიცინო კოლეჯი სინგაპურში (ამჟამად სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტი). მოგვიანებით მუშაობდა ექიმად და გინეკოლოგად.

1940 წელს მან მოიგო ორწლიანი სამეფო სტიპენდია, რომელიც ითვალისწინებდა დიდ ბრიტანეთში დიპლომის შემდეგი სწავლის უფლებას. მას მიანიჭეს სამეფო სტიპენდია, რომელმაც მას დიდი ბრიტანეთის კოლეჯში ორწლიანი ასპირანტურის გავლის უფლება მისცა, მაგრამ სწავლას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა.

იაპონიის მიერ სინგაპურის ოკუპაციის დროს 1942-1945 წლებში ხელმძღვანელობდა კუნძულზე უდიდეს ქალთა და ბავშვთა საავადმყოფოს. ამ პერიოდის განმავლობაში მან პირველად შემოიტანა ქვედა საკეისრო კვეთა, რამაც ორსულ ქალებში უფრო დაბალი სიკვდილიანობა და ავადობა გამოიწვია, ვიდრე ზედა საკეისრო კვეთით. ომის დასრულების შემდეგ გახდა პირველი სინგაპურელი ექიმი, რომელიც დაინიშნა მეან-გინეკოლოგად მეფე ედუარდ VII-ის სახელობის სამედიცინო კოლეჯში.

1947 წელს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იგი ჩაირიცხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამედიცინო სკოლაში დიპლომის შემდგომი განათლების მისაღებად. ასპირანტურა ლონდონში დაასრულა, ხოლო 1948 წლის იანვარში იყო პირველი მეანი სინგაპურიდან, რომელსაც კვალიფიკაციას უტარებდა ინგლისის მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის წევრი. 1948 წლის მარტში, ედინბურგის ქირურგიის სამეფო კოლეჯის სპეციალობის ხარისხით, იგი გადაიყვანეს სინგაპურში, სადაც გახდა მეანობა-გინეკოლოგიის პროფესორი. ამავე წელს იგი დაინიშნა ბრიტანეთის სამხედრო ჰოსპიტალის საპატიო კონსულტანტად.

1950 წელს გახდა მედიცინის დოქტორი. იყო სინგაპურის მთავარი საავადმყოფოს ხელმძღვანელი (Singapore General Hospital). 1950 წლის იანვრიდან 1960 წლის ივნისამდე მეანობისა და გინეკოლოგიის პროფესორი სინგაპურის მალაიურ უნივერსიტეტში. მოგვიანებით იგი კერძო სამედიცინო პრაქტიკით დაკავდა. მედიცინაში მისი მნიშვნელოვანი წვლილი იყო ვაგინოპლასტიკური ტექნოლოგია, რომელიც ათწლეულების განმავლობაში გამოიყენება სქესის შეცვლის ოპერაციისთვის.

ცნობილი მეანი და გინეკოლოგი, მეანთა და გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის წევრი, ამერიკის ქირურგთა კოლეგიის წევრი, კითხულობდა ლექციებს აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ავტორია მრავალი სტსტიისა საერთაშორისო და ადგილობრივ ჟურნალებში. იყო მალაიზიის სამეფო ოჯახის ზოგიერტი წევრის პირადი მეან-გინეკოლოგი. დაკავებული იყო ოჯახის დაგეგმარების პრობლემით სინგაპურში. 1970 წლის დასაწყისში დანიშნეს მედიცინის სპეციალიზაციის კომიტეტში.

1971 წლიდან 1981 წლამდე ეკავა სინგაპურის პრეზიდენტის თანამდებობა. არჩეული იყო საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას ზედიზედ სამი ვადით გარდაცვალებამდე. გარდაიცვალა ონკოლოგიური დაავადებით.

დაკრძალულია სახელმწიფო სასაფლაოზე კრანჯის სამხედრო მემორიალის ახლოს.

  • ინდონეზიის რესპუბლიკის ვარსკვლავი (1974)
  • ფილიპინების სიკატუნის ორდენი (1976)
  • სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (1970)
  • სამეფო სამედიცინო საზოგადოების საპატიო წევრი (1975)
  • მეან-გინეკოლოგთა სამეფო კოლეჯის საპატიო წევრი (1976)

ბენჯამინ ჰენრი შირესის პატივისცემის ნიშნად სახელი ეწოდა ხიდს და შენობას სინგაპურის ეროვნულ უნივერისტეტში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]