ვი კიმ ვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვი კიმ ვი
სინგაპურის მე-4 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 სექტემბერი, 1985 – 1 სექტემბერი, 1993
წინამორბედიდევან ნაირი
მემკვიდრეონგ ტენ ჩეონგი

დაბადებული4 ნოემბერი, 1915
სინგაპური
გარდაცვლილი2 მაისი, 2005
სინგაპური
პოლიტიკური პარტიასახალხო მოქმედების პარტია
რელიგიაბუდიზმი

ვი კიმ ვი (დ. 4 ნოემბერი, 1915, სინგაპური — გ. 2 მაისი, 2005, სინგაპური) — სინგაპურის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი, დიპლომატი, ქალაქ-სახელმწიფო სინგაპურის პრეზიდენტი 1985 წლის 2 სექტემბრიდან 1993 წლის 1 სექტემბრამდე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა საშუალო შესაძლებლობის ჩინურ ოჯახში. მამამისი გარდაიცვალა, როდესაც იგი იყო რვა წლის. დაასრულა ორტამის სახელმწიფო სკოლა და პრესტიჟული Raffles Institution-ი.

ახალგაზრდობაში მუშაობდა როგორც გაზეთ „The Straits Times-ის“ თანამშრომელი, მოგვიანებით გახდა რეპორტიორი და ძირითადად განიხილავდა პოლიტიკურ მოვლენებს. 1941 წლიდან 1950 წლამდე იყო United Press International-ის თანამშრომელი, მთავარი კორესპონდენტი სინგაპურში. 1959 წელს დაბრუნდა The Straits Times-ში და გახდა მთავარი რედაქტორის მოადგილე, მოგვიანებით კი — მთავარი რედაქტორი. 1973 წელს გახდა სინგაპურის პრეს-კლუბის პრეზიდენტი.

1973 წელს დატოვა ჟურნალისტიკის სფერო და გადავიდა დიპლომატიურ სამსახურში. დაინიშნა უმაღლეს კომისრად მალაიზიაში, რომელი თანამდებობაც ეკავა შვიდი წლის განმავლობაში. შემდეგ გაიგზავნა იაპონიაში ელჩად (1980-1984 წწ.), 1981-1984 წლებში პარალელურად ელჩი იყო სამხრეთ კორეაში.

დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ გახდა სინგაპურის მაუწყებელთა კორპორაციის ხელმძღვანელი.

1985 წლის 2 სექტემბრიდან 1993 წლის 1 სექტემბრამდე იყო სახელმწიფოს მეთაური, რომელიც აირჩია საკანონმდებლო ორგანომ. გახდა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, რომელიც ჩინური წარმოშობის იყო. თანამდებობა ეკავა ორი ვადით და პოპულარობით სარგებლობდა საზოგადოებაში.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ გახდა მშვიდობის მოსამართლე (1966 წლიდან). საზოგადოებრივ საქმიანობაში და სინგაპურის უნივერსიტეტის განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის 1994 წელს მიენიჭა სინგაპურის ეროვნული უნივერისტეტის ლიტერატურის საპატიო დოქტორის წოდება. 1985 წლიდან 1993 წლამდე იყო უნივერსიტეტის კანცლერი.

2004 წელს მან გამოაქვეყნა მემუარების წიგნი, სახელწოდებით „წარმატებები და ანარეკლები“. იყო მფარველი. მან რვა საქველმოქმედო ორგანიზაციას ნახევარი მილიონი სინგაპურული დოლარი შესწირა.

პირად ცხოვრებაში იყო აქტიური სპორტსმენი და სპორტული ჩინოვნიკი. 1934 წელს დააარსა ბადმინტონის სექცია, 1937 წელს იუნიორთა შორის იყო ამ სპორტის სახეობის ჩემპიონი. ეკავა სინგაპურის ბადმინტონის ასოციაციის პრეზიდენტი და მცირე ბადმინტონის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

გარდაიცვალა ონკოლოგიური დაავადებით.

ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს დაოჯახდა კო სოკ ჰიონგზე, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი — ერთი ბიჭი და ექვსი გოგო.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ჯილდოებია: დიდი ჯვრის ორდენის რაინდი, სამეფო ოჯახის ორდენი, ტემასეკის ორდენი, „სახელმწიფო სამსახურის ვარსკვლავი“ საპატიო მედალი დამსახურებისათვის, სინგაპურის ეროვნული უნივერსიტეტის ლიტერატურის საპატიო დოქტორი, ჟურნალისტური სპეციალური პრემია, სკაუტების კომიტეტის პრემია დამსახურებისათვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]