ტონი ტანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტონი ტანი
ტონი ტანი
სინგაპურის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა 1 სექტემბერი, 2011
წინამორბედი სელაფან რამანათანი

დაბადებული 7 თებერვალი, 1940
სინგაპური
მოქალაქეობა სინგაპურის დროშა სინგაპური
შვილები 4

ტონი ტანი (ინგლ. Tony Tan Keng Yam; დ. 7 თებერვალი, 1940, სინგაპური) — სინგაპურელი პოლიტიკოსი, ბანკირი და მათემატიკოსი. 2011 წლის 1 ივლისამდე იკავებდა სინგაპურის საინვესტიციო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის და თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, ასევე იყო Singapore Press Holdings Limited-ის თავმჯდომარე. გარდა ამისა, ის არის სინგაპურის ეროვნული კვლევითი ფონდის თავმჯდომარე და მეწარმეობის, ინოვაციების და კვლევათა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.[1] 1980-იანი წლების ბოლოს მას პრემიერ-მინისტრობა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა,[2] მაგრამ, მოგვიანებით მაინც შევიდა მინისტრთა კაბინეტში: 1995–2005 წლებში იყო სინგაპურის პრემიერ-მინისტრის მოადგილე, 1996–2003 წლებში კი სინგაპურის თავდაცვის მინისტრი.

იგი იყო სინგაპურის 2011 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილე.[3] გაიმარჯვა 7,269 ხმის (<0,35%) უპირატესობით.[4] 2011 წლის 1 სექტემბერს დადო ფიცი და გახდა სინგაპურის მე-7 პრეზიდენტი.[5][6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. National Research Foundation (Singapore), Board, GIC Board of Directors, SPH Annual Report, 2009.
  2. Stuart Drummond, “Malaysia and Singapore: The Looming Succession”, World Today, vol 47, no 3 (Mar. 1991); “Lee Steps Down But Holds Reins”, Herald Sun, 27 November 1990.
  3. “Tony Tan to Run for President”, ''The New Paper'', 23 June 2011 en. Tnp.sg (23 июня 2011 года). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-27.
  4. Singapore Elections Department en. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-27.
  5. Tony Tan elected as Singapore's 7th President en. Hindustan Times. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-08-27.
  6. В Сингапуре объявлены результаты президентских выборов“, როსიისკაია გაზეტა, 29 августа 2011 года.