იულიუს რააბი
იერსახე
იულიუს რააბი, (დ. 29 ნოემბერი, 1891, სანქტ-პელტენი — გ. 8 იანვარი, 1964, ვენა) — ავსტრიელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე,
ბიოგრრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იყო ავსტრიის ვაჭრობის და ტრანსპორტის მინისტრი კურტ შუშნიგის მთავრობაში. 1938 წელს ავსტრიის ანშლუსის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკას. ავსტრიის გათავისუფლების შემდეგ მონაწილეობდა ავსტრიის სახალხო პარტიის შექმნაში, 1945-1951 წლებში იყო ამ პარტიის ვიცე-თავმჯდომარე, ხოლო 1951-1960 წლებში თავმჯდომარე. 1953-1961 წლებში იყო ავსტრიის ფედერაციის კანცლერი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 264.
|