ავსტრიის სახალხო პარტია
იერსახე
| Österreichische Volkspartei ავსტრიის სახალხო პარტია | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ხელმძღვანელობა | |
| თავმჯდომარე | კარლ ნეჰამერი |
| ისტორია | |
| დაფუძნდა | 17 აპრილი, 1945 |
| პოზიციები | |
| იდეოლოგია |
ქრისტიანული დემოკრატია კონსერვატიზმი |
| პოლიტიკური პოზიცია | მემარჯვენე-ცენტრიზმი, მემარჯვენეობა |
| საერთაშორისო კავშირები | |
| ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სახალხო პარტია |
| წარმომადგენლობითობა | |
| ეროვნული საბჭო |
51 / 183 |
| ფედერალური საბჭო |
26 / 60 |
| ევროპის პარლამენტი |
5 / 20 |
| ფერები | |
| შტაბ-ბინა |
Lichtenfelsgasse 7 A-1010 პირველი უბანი, ვენა |
| dievolkspartei.at | |
ავსტრიის სახალხო პარტია (გერმ. Österreichische Volkspartei, ÖVP), 2017 წლიდან ასევე „ახალი სახალხო პარტია“ (გერმ. Die neue Volkspartei) — ქრისტიან-დემოკრატიული პოლიტიკური პარტია ავსტრიაში, რომელიც დაარსდა 1945 წელს.
პარტია ითვლება ქრისტიან-სოციალური პარტიის მემკვიდრედ, რომელიც არსებობდა 1893-1933 წლებში. დაარსების შემდეგ არაერთხელ ყოფილა ხელისუფლების სათავეში. ამჟამად ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. თავისი იდეოლოგიით არის გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ანალოგი. პარტია პოპულარობით სარგებლობს მოსამსახურეებს, მსხვილ მესაკუთრეებსა და ფერმერებს შორის.