იტალია პირველ მსოფლიო ომში
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
მიუხედავად იმისა, რომ იტალია გერმანიისა და ავსტრია-უნგრეთის ნომინალური მოკავშირე იყო,ომის დასაწყისში უარი თქვა მათთან გაერთიანებაზე. ზოგადად ეს ომი იტალიისთვის ძალიან წარუმატებელი გამოდგა. იტალიური არმია პერიოდულად უტევდა ავსტრიას, აღწევდა მცირე პროგრესს, ჰქონდა დიდი დანაკარგები და 1917 წელს ავსტრიელთა კონტრშეტევის შედეგად განადგურდა.
1918 წლის ოქტომბერში იტალიელებმა კვლავ შეუტიეს. ავსტრია-უნგრეთში რევოლუცია აბობოქრდა, ავსტრიის არმიამ მარცხი განიცადა და იტალიელები ღრმად შევიდნენ ავსტრიის ტერიტორიაზე. საბრძოლო მოქმედებები 3 ნოემბერს დამთავრდა.
ნეიტრალიტეტიდან ომში ჩართვამდე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იტალია ოფიციალურად „სამთა კავშირის“ წევრი იყო გერმანიაშტან და ავსტრია-უნგრეთთან ერთად. მაგრამ ამის მიუხედავად იტალიამ დაიწყო დიპლომატიური მცდელობები დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რადგანაც იტალიის მთავრობას სჯეროდა, რომ ავსტრიის (იტალიის ტრადიციული მეტოქე მე-19 საუკუნის რისორჯიმენტოს დროს) მხარდაჭერა ვას ვერ დაუბრუნებდა იმ დროს ავსტრიის ნფლობელობაში მყოფ მიწებს ტრიესტს, ისტრიას, ზარას და დალმაციას. 1902 წელს საფრანგეთთან საიდუმლო შეთანხმებამ ფაქტობრივად გააუქმა იტალიის ყოფნა „სამთა კავშირში“.
ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 1914 წლის 3 აგვისტოს მთავრობამ, კონსერვატორ ანტონიო სალანდრას მეთაურობით განაცხადა, რომ იტალია არ ჩართავდა საკუთარ შეიარაღებულ ძალებს ომში, რადგანაც იხელმძღვანელა იმ პრინციპით, რომ სამთა კავშირი სტრატეგია იყო დაცვითი, მაშინ როცა ავსტრია-უნგრეთი ომის დამწყები იყო. რეალურად კი სალანდრამ და სგარეო საქმეთა მინისტრმა სიდნი სონინომ დაიწყეს დიპლომატიური მოლაპარაკებები, რათა ნიადაგი მოესინჯათ თუ რომელი მხარე იყო მზად იტალიისთვის ომში ჩართვის სანაცვლოდ საუკეთესო ჯილდო მიეცათ. მიუხედავად იმისა, მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა(ყოფილ პრემიერ-მინისტრ ჯოვანი ჯილოტის ჩათვლით) თავდაპირველად ომში ჩართვის წინააღმდეგნი იყვნენ, უამრავმა ინტელექტუალმა პოლიტიკოსმა, მათ შორის სოციალისტებმა ივანო ბონიმიმ, ლეონიდა ბისოლატიმ და ბენიტო მუსოლინიმ ომში ჩართვის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს,რომელსაც მოგვიანებით მხარი დაუჭირეს უმთავრესად ნაციონალისტურმა და ლიბერალურმა პარტიებმა.
დიპლომატიურ მანევრებს შედეგად მოჰყვა 1915 წლის 26 აპრილის ლონდონის შეთანხმება, რომელსაც სონინიმ პარლამენტის დამტკიცების გარეშე მოაწერა ხელი. ამ შეთანხმების შედეგად იტალიას ომში გამარჯვების შემდეგ უნდა მიეღო ტრენტინო და სამხრეთ ტიროლი ბრენერის უღელტეხილამდე, ავსტრიის მოსაზღვრე ტერიტორიები (ტრიესტი, გორიცია და გრადისკა (აღმ. ფრიული), ისტრია, მაგრამ არა ფიუმე), დასავლეთ კარნიოლას ტერიტორიები (იდრია და ილირსკა-ბისტრიცა), ჩრდილო-დასავლეთ დალმაცია ზარათი და კუნძულების უმეტესობა, მაგრამ არა ქალაქი სპლიტი. სხვა შეთანხმებები ეხებოდა ვალონას პორტის, ანტალიის და გერმანიის აფრიკული კოლონიების ნაწილის სუვერენულობას.
გერმანიამ და ავსტრია-უნგრეთმა მოლაპარაკებიბს შედეგად შესთავაზეს ტრენტინოს და აღმ. ფრიულის ნაწილები გორიციას და ტრიესტის გარეშე, საფრანგეთის კოლონია ტუნისის შეთავაზებამ იტალია ვერ დააკმაყოფილა.
ლონდონის შეთანხმების შედეგად იტალია ანტანტის მხარეზე ჩაება ომში. 1915 წლის 3 მაისს იტალიამ ოფიციალურად გააუქმა „სამთა კავშირი“. შემდგომში ჯოლიტი და მისი საპარლამენტო უმრავლესობა შეეწინააღმდეგა ომის გამოცხადებას, მაშინ როცა ნაციონალისტებმა ომში ჩართვის მხარდამჭერი აქცია გამართეს(ნაციონალისტმა პოეტმა გაბრიელე დ'ანუნციომ ამ პერიოდს უწოდა „მაისის მზიანი დღეები“). 13 მაისს სალანდრამ მეფე ვიტორიო ემანუელ III-ს საკუთარი გადადგომა შესთავაზა, მაგრამ ჯოლიტი, რომელსაც ნაციონალისტების ამბოხებისა ეშინოდა, პრემიერ-მინისტრობას ვერ ეღირსა — მეფემ სალანდრას გადადგომის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და კონსერვატორთა ლიდერმა პოსტი შეინარჩუნა და 1915 წლის 23 მაისს ავსტრია-უნგრეთის წინააღმდეგ ომი გამოაცხადა (ხოლო გერმანიას 15 თვის შემდეგ გამოუცხადა ომი).