გაბრიელე დ’ანუნციო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაბრიელე დ'ანუნციო)
გაბრიელე დ'ანუნციო

გაბრიელე დ’ანუნციო (იტალ. Gabriele d'Annunzio, ნამდვილი გვარი რაპანიეტა (იტალ. Rapagnetta); დ. 12 მარტი, 1863 — გ. 1 მარტი, 1938)— იტალიელი პოეტი, პროზაიკოსი და დრამატურგი. ლექსების პირველი კრებული „პრიმო ვერე“ 16 წლისამ გამოაქვეყნა. 17 წლისამ კი პირველი მოთხრობები– „ჩინჩინნატო“ და „ტოტო“ დასტამბა. მისი შემოქმედება რთული და მრავალფეროვანია. აინტერესებდა ძლიერი ადამიანის, ზეკაცის პრობლემა. ომს მამაკაცური ენერგიისა და ნების გამოვლინებად თვლიდა. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე ჯარში წავიდა. მალე დაიჭრა და იძულებული გახდა შინ დაბრუნებულიყო. იმ ჯარისკაცის სევდა, ვისაც ბრძოლა აღარ შეუძლია, გამოხატა ლექსების ციკლში ,,ნოტტურნო“ (ნოქტიურნი). ფიზიკური და სულიერი ბრძოლებით დაღლილი სიმშვიდესა და შვებას ელეონორა დუზეს სიყვარულში ჰპოვებდა. იყო იტალიური კინემატოგრაფიის ერთ–ერთი ფუძემდებელი და იტალიის მეცნიერებათა აკადემიის დამაარსებელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: