ირონია
ირონია (ბერძნ. είρωνεία (eironeia) – მოჩვენებითობა, თვალთმაქცობა) — თავაზიანობით შენიღბული დაცინვა, დამცინავი გადაკვრით ნათქვამი (თავშეკავებული, მშვიდი, სერიოზული ტონი, გარეგნულად გამოხატული პატივისცემა).
სოკრატესეული ირონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოჩვენებითი გულუბრყვილობა მოწინააღმდეგის პოზიციის სისუსტის გამოსავლენად. ბერძ. ფილოსოფოსმა სოკრატემ ეს მეთოდი ჩამოაყალიბა, როგორც დიალექტიკა, ანუ, როგორც შემდგომში უწოდებენ - „სოკრატესეული ირონია“. კამათის ასეთი მეთოდი მოიცავდა გულუბრყვილო მიუკერძოებელ სკეპტიციზმს გარკვეული დოგმის ან საყოველთად მიღებული მოსაზრების მიმართ, რომელიც მოკლებული იყო ლოგიკისა ან აზრის ბაზისს. სოკრატეს გულუბრყვილო გამოკითხვა ნაბიჯ-ნაბიჯ ააშკარავებს მოწინააღმდეგის არგუმენტის ამაოებასა ან ილოგიკურობას დიალოგის პარტნიორის შეხედულებების გაუზიარებლობით. ირონია იმაში მდგომარეობს, რომ თანადამსწრეები გათვითცნობიერებულნი არიან, რომ სოკრატე გაცილებით ჭკვიანია ვიდრე წარმოაჩენს თავს და მხოლოდ ეტაპობრივად, მოწინააღმდეგის არგუმენტების საკუთარი პასუხებით განიარაღებით ამტკიცებს საკუთარ უპირატესობას.
სოკრატესეული ირონია კამათის ელეგანტური, მიუკერძოებელი და თავაზიანი ხერხია, რომლითაც დოგმატური დებატების წარმართვა ბალანსის დარღვევისა და კომპრომისის გარეშე ხერხდება.
ზოგიერთი მოსაზრებით სოკრატეს ირონია მოჩვენებითი გულუბრყვილობის ნაცვლად ფილოსოფიური სკეპტიციზმის ფორმაა.
რომაული ირონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რომის იმპერიის პერიოდში, ირონიას იყენებდნენ სახალხო გამოსვლებში და რიტორიკაში, რომელშიც გამოყენებულ სიტყვებს საპირისპირო მნიშვნელობა ან დანიშნულება ჰქონდათ.
შექსპირმა რომაული ირონიის იმიტაცია განახორციელა პიესაში „იულიუს ცეზარი“, მარკ ენტონის ნაწილში: „მეგობარნო, რომაელებო, თანამოქალაქენო, დამიგდეთ ყური! მოვედი, რათა დავმარხო ცეზარი, არა ვადიდო იგი“ (III, ii, 78-79 / თარგმანი პირობითია). მონოლოგის გაგრძელებაში ინტენსიურად გამოყენებულია ირონია, რომელიც ცეზარის განდიდებისკენაა მიმართული - მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ შერჩეული სიტყვები მოჩვენებით მკვლელებს უჭერს მხარს, თუმცა სინამდვილეში მისი მიზანი საპირისპიროა.
ირონია და სარკაზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მძიმე ირონია, რომელშიც მოსაუბრე ემფატიურად სინამდვილის საპირისპიროს აცხადებს, სხეულის ენა კი საპირისპიროზე მეტყველებს, სარკაზმი ხდება. სარკაზმი ირონიის უფრო დამცინავი ფორმაა. სარკაზმის გავრცელებული ფორმაა ირონიულად რაიმე პოზიტიურის თქმა, მაშინ როდესაც იმის საპირისპირო მნიშვნელობა იყო გამიზნული. თუმცა სარკაზმში ირონიის რაღაც წვლილიც არის, ამ ორ ტერმინს როგორც წესი განაცალკევებენ ხოლმე.
სარკაზმის მაგალითი შეიძლება იყოს გაბრაზებული ტონით ნათქვამი „კარგი გიქნია“, მაშინ როდესაც მხედველობაში აშკარად საპირისპირო მოქმედება იყო. ვინაიდან ორივე მხარისთვის ნეგატიური მიმართვა აშკარაა, პოზიტიური გამოთქმის ინციდენტი ირონიად ამ შემთხვევაში არ აღიქმება.
ირონიის მაგალითი სარკაზმის გარეშე იქნებოდა ფრაზა „არა უშავს რა“, ნათქვამი რაიმე შთამბეჭდავი საქმის შესაფასებლად. მთქმელიც და გამგონიც ამ შემთხვევაში ისმენენ პირდაპირი მნიშვნელობით „კარგია, მაგრამ დიდი არაფერი“, თუმცა ამასთან ესმით ამ ფრაზის მიღმა ფარული შექება. ორივე მხარე იზიარებს ირონიას.
ირონია გამოყენებაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბედის ირონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამოთქმა „ბედის ირონია“ მოდის ცნებიდან, რომ ღმერთები (ან ბედის ანგელოზები) ერთობიან მოკვდავთა გონებათა თამაშით, გამიზნული ირონიით. მაგ.:
- ბეთჰოვენის მიერ ყურთასმენის დაკარგვა.
- 1956 წელს ჰარვარდის მემორიალური ჰოლის სასაათე კოშკში ხანძრის გაჩენა, მაშინ როდესაც მუშები მის აღდგენაზე მუშაობდნენ.
- ბაღჩის მორწყვის შემდეგ უმალ წვიმის წამოსვლა, მაშინ როდესაც წვიმის ლოდინში ბაღჩა რამდენიმე დღის განმავლობაში მოურწყველი იყო.
ტრაგიკული ირონია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრაგედიაში, ირონიას დრამატული სიტუაციის ინტენსიურობის გასაძლიერებლად იყენებენ. ტრაგიკული ირონია განსაკუთრებით დამახასიათებელი იყო ძველ-ბერძნული დრამისთვის. სოფოკლეს „მეფე ოიდიპოსი“ ტრაგიკული ირონიის გამოხატვის კლასიკური მაგალითია.