იოჰან გალტუნგი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|იოჰან გალტუნგი}} |
იოჰან გალტუნგი | |
---|---|
ნორვ. Johan Galtung | |
დაბ. თარიღი | 24 ოქტომბერი, 1930[1] [2] |
დაბ. ადგილი | ოსლო[3] |
გარდ. თარიღი | 17 თებერვალი, 2024[4] (93 წლის) |
გარდ. ადგილი | Bærum Municipality[5] |
მოქალაქეობა | ნორვეგია[6] |
საქმიანობა | მათემატიკოსი, პოლიტოლოგი, სოციოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი[7] და მწერალი |
მუშაობის ადგილი | გრონინგენის უნივერსიტეტი, Kwansei Gakuin University, International Christian University, Sōka University, Chuo University და Ritsumeikan University |
ალმა-მატერი | ოსლოს უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | magister degree[8] |
მეუღლე | Ingrid Eide[9] |
მამა | August Galtung[10] |
დედა | Helga Holmboe[10] |
შვილ(ებ)ი | Andreas Galtung |
ჯილდოები | Humanist Prize, Erik Bye's Memorial Prize, Prices of the Norwegian Association of Sociology, Jamnalal Bajaj Award, პრემია ცხოვრების სწორი წესისთვის, Brage Prize for non-fiction, honorary doctor of the University of Alicante და მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი[11] |
იოჰან ვინსენტ გალტუნგი (ნორვ. Johan Galtung; დ. 24 ოქტომბერი, 1930 — გ. 17 თებერვალი, 2024) — ნორვეგიელი მათემატიკოსი, სოციოლოგი, პოლიტიკის მეცნიერი, მედიატორი, პროფესორი, ავტორი, და მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევის აკადემიური დისციპლინის დამფუძნებელი. იგი არის ოსლოს მშვიდობის კვლევის ისტიტუტის (PRIO) დამაარსებელი (1959), რომელსაც 1970 წლამდე ხელმძღვანელობდა. გალტუნგი ასევე არის გავლენიანი მშვიდობის კვლევის ჟურნალის (1964) დამფუძნებელი და მშვიდობის, განვითარებისა და გარემოს დაცვის გლობალური ქსელის – TRANSCEND–ის (1993) თანადამფუძნებელი.
იოჰან გალტუნგი ცნობილია სოციოლიოგიაში, პოლიტიკის მეცნიერებებში, ეკონომიკაში, ისტორიაში, მაკროისტორიასა და თეოლოგიაში შეტანილი წვლილისთვის. მისი სწავლება დამყარებულია სისტემური მეცნიერული ძიებისა და მშვიდობისა და ჰარმონიის განდისეული ეთიკის სინთეზზე. იგი არის რამდენიმე ისეთი ცნობილი თეორიის ავტორი, როგორიცაა პოზიტიური და ნეგატიური მშვიდობა, სტრუქტურული ძალადობა, მშვიდობის მშენებლობა და სხვ. გალტუნგი არის ათობით საერთაშორისო აკადემიური და სამშვიდობო ჯილდოს მფლობელი და 170–მდე წიგნის ავტორი და თანაავტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იოჰან გალტუნგი დაიბადა ოსლოში, ფიზიკოსების ოჯახში. გალტუნგი 12 წლის იყო, როცა მეორე მსოფლიოს ომის დროს ნაცისტურმა გერმანიამ ნორვეგიის ოკუპაცია მოახდინა და მამამისი დააპატიმრეს. 24 წლის ასაკში გალტუნგი უკვე არაძალადობრივი იდეების მიმდევარი იყო და სამშვიდობო მეადიაციით იყო დაკავებული. მან უარი განაცხადა ნორვეგიის სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლაზე, რის სანაცვლოდ სასჯელად 12 თვე გამოსასწორებელი სამუშაო მიიღო, ხოლო 6 თვე ციხეში გაატარა. ციხეში მან თავის მენტორ არნე ნესთან ერთად დაწერა თავისი პირველი წიგნი „განდის პოლიტიკური ეთიკა.“
გალტუნგის ბიოგრაფია მჭიდროდაა დაკავშირებული მის აკადემიურ მოღვაწოებასთან. მან 1956–1957 წლებში ოსლოს უნივერსიტეტში მოიპოვა ჯერ მათემატიკის შემდეგ კი სოციოლოგიის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. 1975 წლამდე გალტუნგს უკვე ცამეტი საპატიო დოქტორის წოდება ჰქონდა მიღებული სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. გალტუნგი დაქორწინებული იყო ორჯერ და ჰყავს ოთხი შვილი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ გალტუნგი გადავიდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, ნიუ იორკში, სადაც იგი 5 სემესტრის განმავლობაში მუშაობდა ასისტენტ–პროფესორად სოციოლოგიის დეპარტამენტში. 1959 წელს გალტუნგი დაბრუნდა ოსლოში და დააარსა PRIO, რომელსაც ათი წელი ხელმძღვანელობდა. თავდაპირველად PRIO „სოციალური კვლევის ნორვეგიის ისტიტუტის“ ერთ–ერთი დეპარტამენტი იყო, თუმცა დროთა განმავლობაში დამოუკიდებელ ორგანიზაციად გარდაიქმნა. 1964 წელს გალტუნგის თაოსნობით PRIO–ში დაარსდა პირველი აკადემიური ჟურნალი რომელიც მთლიანად მშვიდობის კვლევებს ეძღვნებოდა – მშვიდობის კვლევების ჟურნალი. იმავე წელს გალტუნგის მონაწილეობით დაფუძნდა „მშვიდობის კვლევების საერთაშორისო ასოციაცია.“
1969 წელს გალტუნგმა დატოვა PRIO და აკადემიური კარიერა გააგრძელა ოსლოს უნივერსიტეტში, სადაც 1978 წლამდე მუშაობდა მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევების პროფესორად. ამის შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა დუბროვნიკის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ცენტრს და მომავლის კვლევების მსოფლიო ფედერაციას. გალტუნგი სხვადასხვა პერიოდში ასწავლიდა ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში, პრინსტონის უნივერსიტეტში, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჰავაის უნივერსიტეტში, სიჩუანის უნივერსიტეტში, მალაიზიის საერთაშორისო ისლამურ უნივერსიტეტსა და სხვ.
გარდა აკადემიური საქმიანობისა იოჰან გალტუნგი ცნობილია მისი პრაქტიკული საქმიანობითაც. 1957 წლის შემდეგ იგი ასზე მეტი კონფლიქტის მედიაციაში იყო ჩართული, რომელსაც ეთნიკური, რელიგიური თუ ინტერპერსონალური ხასიათი ჰქონდა.
ძირითადი იდეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალტუნგის სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული შემდეგ ცნებებთან:
• სტრუქტურული ძალადობა – პროცესი, როცა სისტემური მეთოდების გამოყენებით რეჟიმი ხელს უშლის ადამიანებს სრულად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი. სტრუქტურული ძალადობის მაგალითი შეიძლება იყოს ინსტიტუციონალიზებული რასიზმი ან სექსიზმი.
• ნეგატიური და პოზიტიური მშვიდობა – ნეგატიურად მიიჩნევა მშვიდობა, როცა ძალადობრივი კონფლიქტი შეწყვეტილია, ხოლო პოზიტიურია მშვიდობა, როცა ძალადობის არარსებობის მიღმა კონფლიქტის მხარეებს შორის ყალიბდება სხვადასხვა სახის ურთიერთობები, კავშირები და თანამშრომლობა.
გალტუნგი იყო პირველი, რომელმაც მოახდინა მშვიდობის მშენებლობის კონცეპტუალიზაცია. მისი აზრით მშვიდობის მშენებლობის პროცესი უნდა უმიზნებდეს კონფლიქტის ფესვების აღმოფხვრასა და კონფლიქტის სამართავად უშუალო მხარეების შესაძლებლობებისა და სამშვიდობო უნარების განვითარებას.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- TRANSCEND, biography - Johan Galtung
- VisdomsNettets, იოჰან გალტუნგის ცხოვრება (დანიურად) დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- Weber T. Gandhian Philosophy, Conflict Resolution Theory and Practical Approaches to Negotiation, Journal of Peace Research, Vol. 38, No. 4 (Jul., 2001), pp. 493-513 დაარქივებული 2016-01-08 საიტზე Wayback Machine.
- Galtung Istitute for Peace Theory and Peace Practice, biography – Johan Galtung
- Henrik Urdal Editor, Gudrun Østby Associate Editor & Nils Petter Gleditsch Editor (1977–1978 and 1983–2010) (2014) Journal of Peace Research, Peace Review: A Journal of Social Justice, 26:4, 500-504.
- Peace Research Institute Oslo. People – Johan Galtung
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118537415 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Fredsforsker Johan Galtung er død — 1995.
- ↑ Johan Galtung er død — 2024.
- ↑ LIBRIS — National Library of Sweden, 2012.
- ↑ Catalogus Professorum Academiae Groninganae — 2014.
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Norsk biografisk leksikon — Kunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
- ↑ 10.0 10.1 Pas L. v. Genealogics — 2003.
- ↑ Johan Galtung: Facultad de Ciencias Políticas y Sociología — მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი.