ინგლისური მასტიფი
წარმოშობის ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ინგლისური მასტიფი (ინგლ. English Mastiff) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში ანტიკურ ხანაში.
მასტიფები დიდ ბრიტანეთში ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ 2000 წლის წინ. ისინი გაჰყავდათ რომში, სადაც ომის დროს იყენებდნენ, როგორც მებრძოლ ძაღლებს, ასევე არენაზე საბრძოლველად. შესაძლოა ევროპაში აზიიდან მოხვდნენ ხმელთაშუაზღვისპირელ და ფინიკიელ ვაჭრებთან ერთად.
არსებობის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მასტიფები მონაწილეობდნენ ძაღლების ახალი ჯიშების წარმოქმნაში, მათ შორის, ბულმასტიფების წარმოქმნაშიც. ჯიშის სახელწოდება, შესაძლოა, მომდინარეობს ანგლოსაქსონური სიტყვა "masty"-სგან ("მძლავრი") - ინგლისური სამეფო კარის დოკუმენტებში 1590 წელს ნახსენებია "of one masty dogge"-ის ("ერთი მძლავრი ძაღლის"), - ყიდვის შესახებ. დღესდღეობით მასტიფები საკმაოდ იშვიათი ჯიშია როგორც სამშობლოში, ასევე სხვა ქვეყნებში.
ეს ერთ-ერთი დიდტანიანი ძაღლთაგანია, მას ცხოვრებისთვის დიდი სივრცე და ბევრი საკვები სჭირდება. ჩვეულებრივ, მასტიფების ყოლა პრობლემასთან დაკავშირებული არაა, მაგრამ ზოგჯერ ისინი ზედმეტი თავგამოდებით იცავენ პატონს. ეს ძალიან ძლიერი ძაღლია და გარშემომყოფების უსაფრთხოების მიზნით შესაბამის პირობებში ყოფნას საჭიროებს. მასტიფის ბეწვი მოკლეა, ხშირი. მისი შეფერილობა შეიძლება იყოს ატმისფერ-მოწითალო, მოვერცხლისფრო-ჩალისფერი, მუქი-ვეფხვისებრი შეფერილობის. წინა ფეხები სწორია, მსხვილი ძვლებით. მასტიფი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. ასევე ცხელ და ცივ კლიმატს. კარგი მოდარაჯეა. ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინგლისური მასტიფი დაარქივებული 2014-11-11 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)