შინაური ძაღლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შინაური ძაღლი

ძაღლის სხვა და სხვა ჯიშები.
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ძაღლისებრნი
გვარი:  ძაღლი
სახეობა:  რუხი მგელი
ქვესახეობა:  შინაური ძაღლი
ლათინური სახელი
Canis lupus familiaris

შინაური ძაღლი (ლათ. Canis lupus familiaris)[1][2]რუხი მგლის ქვესახეობა, ძაღლისებრთა ოჯახის წევრი, მტაცებელთა რიგის მოშინაურებული ძუძუმწოვარი ცხოველი. კატებთან ერთად წარმოადგენს კაცობრიობის ერთ–ერთ ყველაზე პოპულარული „თანამგზავრ“ ცხოველს.

ითვლება, რომ ძაღლი არის ყველაზე ადრეულად მოშინაურებული ცხოველი. ამჟამინდელი სახით იგი მოთვინიერებულია 15 000 წლის წინ.[3] თუმცა, ნაპოვნია ნამარხი ნარჩენები ციმბირსა და ბელგიაში, რომლებიც დათარიღებულია ძველი წელთაღიცხვით 31 000 წლით. ვერცერთი მათგანი ვერ გადაურჩა უკანასკნელ გამყინვარების მაქსიმუმს. mDNA ძაღლების მგლებისგან გამოყოფის ზღვრად გვთავაზობს 100 000 წელს, თუმცა შინაური ძაღლის არსებობა 33 000 წლის წინ არ არის მორფოლოგიურად დადასტურებული.[4][5]

ძაღლი ადვილად მოსათვინიერებელი და საწვრთნელი ცხოველია, მისი გამოყენება ხდება სხვადასხვა მიზნებისთვის: ნადირობა, მაძებარი ფუნქციები, დაცვითი ფუნქციები, საჭაპანო ფუნქციები (მცირე ტვირთებისა და მარხილებში ჩაბმა). არსებობს ასევე დეკორატიული ჯიშები. ყველაზე ცნობილი და უძველესი ფუნქცია, რაც ძაღლებს აკისრიათ, ესაა შინაური ცხოველების დაცვა (მეცხვარე ძაღლი, იგივე ნაგაზი). გამოირჩევა განსაკუთრებულად განვითარებული ყნოსვით – ზოგიერთი მონაცემით, ძაღლებს შეუძლიათ 40 ათას სხვადასხვა სურნელის გარჩევა-დამახსოვრება. მათმა მრავალფუნქციურმა გამოყენებამ განაპირობა მათი ზედმეტსახელი: „ადამიანის საუკეთესო მეგობარი“. ზოგიერთ კულტურაში ძაღლები წარმოადგენენ ხორცის წყაროს.[6][7] ბოლო დროის მონაცემებით ძაღლი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული მტაცებელი ცხოველია, მათი რაოდენობა 700 მილიონიდან ერთ მილიარდამდეა[8][9].

მსოფლიოში გავრცელებულია ასევე სასტიკი პრაქტიკა – საბრძოლო ძაღლის ჯიშების სპეციალურად გამოყვანა, ფსონების დადება ძაღლების სასიკვდილო ორთაბრძოლებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Mammal Species of the World – Browse: Canis lupus familiaris. Bucknell.edu (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-23. ციტირების თარიღი: 2012-03-12.
  2. Mammal Species of the World – Browse: lupus. Bucknell.edu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-01. ციტირების თარიღი: 2010-08-10.
  3. Savolainen P, Zhang YP, Luo J, Lundeberg J, Leitner T (November, 2002). „Genetic evidence for an East Asian origin of domestic dogs“. Science. 298 (5598): 1610–3. Bibcode:2002Sci...298.1610S. doi:10.1126/science.1073906. PMID 12446907. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  4. Germonpré, Mietje; Sablin, Mikhail V.; Stevens, Rhiannon E.; Hedges, Robert E.M.; Hofreiter, Michael; Stiller, Mathias; Després, Viviane R. (2009). „Fossil dogs and wolves from Palaeolithic sites in Belgium, the Ukraine and Russia: osteometry, ancient DNA and stable isotopes“. Journal of Archaeological Science. 36 (2): 473. doi:10.1016/j.jas.2008.09.033.
  5. Pionnier-Capitan M, Bemilli C, Bodu P, Célérier G, Ferrié J-G, Fosse P, Garcià M, and Vigne J-D (2011). „New evidence for Upper Palaeolithic small domestic dogs in South-Western Europe“. Journal of Archaeological Science. 38 (9): 2123. doi:10.1016/j.jas.2011.02.028.CS1-ის მხარდაჭერა: მრავალი სახელი: ავტორების სია (link)
  6. Wingfield-Hayes, Rupert (2002-06-29). „China's taste for the exotic“. BBC News.
  7. „Vietnam's dog meat tradition“. BBC News. 31 დეკემბერი, 2001. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. Hughes, Joelene; Macdonald, David W. (2013). "A review of the interactions between free-roaming domestic dogs and wildlife". Biological Conservation 157: 341–351. doi:10.1016/j.biocon.2012.07.005.
  9. Gompper, Matthew E. (2013). "The dog–human–wildlife interface: assessing the scope of the problem". In Gompper, Matthew E. Free-Ranging Dogs and Wildlife Conservation. Oxfort University Press. pp. 9–54.