ბულმასტიფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბულმასტიფი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 41-59 კგ.
სიმაღლე 64-69 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
10-12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბულმასტიფი (ინგლ. Bullmastiff) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

ბულმასტიფების წინაპრების 60% ინგლისური მასტიფებია და 40% ბულდოგები. ამ ძაღლებს შეეძლო ბრაკონიერების დაწევა და შეჩერება. თეორიულად ბულმასტიფი უნდა ყოფილიყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიში. მისი სისწრაფე, ძალა და ამტანობა იმგვარად ყალიბდებოდა, რომ შესძლებოდა დასწეოდა და დაეჭირა დაუპატიჟებელი სტუმარი და ამავე დროს ზიანი არ მიეყენებინა მისთვის. ლამაზი და ძლიერი ბულმასტიფები ყველა კონტინენტზე გავრცელდა, თუმცა როტვეილერების პოპულარობას ვერ მიაღწიეს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბულმასტიფი ზოგჯერ ძალიან ჯიუტია, რის გამოც პატრონს არ ემორჩილება და ზოგჯერ ძალიან თავგამოდებით იცავს ოჯახს, რომელშიც ცხოვრობს.

ბულმასტიფის შეფერილობა შეიძლება იყოს ჩალისფერი, ზონარული-წითური, წითური, ვეფხვისებრი შეფერილობის. ძლიერი წინა ფეხები მსხვილია და სწორი. დაკუნთული მსხვილი კისერი მდორედ უერთდება მკერდს/ თვალები მუქია, საშუალო ზომის. ფართო მკერდი დაფარულია მოკლე, უხეში ბალნით. ბულმასტიფი კარგად ეგუება ქალაქში ცხოვრებას და ცხელ, მზიან კლიმატს. კარგად გრძნობს თავს ცივ კლიმატშიც. მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. კარგი მოდარაჯეა. ძნელად იწვრთნება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: