შინაარსზე გადასვლა

ივანე ვეფხვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეფხვაძე.

ივანე ალექსის ძე ვეფხვაძე (დ. 25 იანვარი, 1888, თბილისი — გ. 13 იანვარი, 1971, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1966)[1].

დაამთავრა საქალაქო სასწავლებელი და ხელი მოჰკიდა მხატვრობას. აკადემიური განათლება გვიან მიიღო. გიგო გაბაშვილის დახმარებით 1927 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. შემოქმედების დაწყებით პერიოდში გატაცებული იყო ძველი თბილისის პეიზაჟებით, რომელშიც აშკარად იგრძნობოდა ნატურალიზმის ნიშნები.

ივანე ვეფხვაძის პირველი ნამუშევრები გამოჩნდა ქართველ მხატვართა საზოგადოების მიერ მოწყობილ გამოფენაზე. აქედან მოყოლებული იგი რესპუბლიკური გამოფენების მუდმივი მონაწილეა. მას დიდი დამსახურება მიუძღვის ჩვენში პორტრეტული და ისტორიულ-რევოლუციური ჟანრის განვითარებაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია „გენერალ-პოლკოვნიკი კ. ლესელიძე“, „სვანეთის მთებში“, „სამგორის მშენებლობაზე“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. პანთეონში მის გვერდით დასაფლავებულია მისი მეუღლე — ელისაბედ გიორგის ასული დემუროვა (დ. 22 ივნისი, 1896, თბილისი — გ. 11 დეკემბერი, 1988, იქვე). ასევე ფერმწერები იყვნენ მისი ვაჟი — ალექსი ვეფხვაძე და შვილიშვილი — ჯოვანი ვეფხვაძე.[2]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 386-387.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 151, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს უწყებები. 1966. № 2. გვ. 49.
  2. რეხვიაშვილი, ჯიმშერ (18 ნოემბერი, 2016). „ჯოვანი ვეფხვაძე – თბილისელი კანალეტო“. რადიო თავისუფლება. ციტირების თარიღი: 25 სექტემბერი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)