შინაარსზე გადასვლა

ალექსი ვეფხვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვეფხვაძე.

ალექსი ივანეს ძე ვეფხვაძე (დ. 1 ივნისი, 1921, თბილისი — გ. 17 დეკემბერი, 1982, იქვე) — ქართველი საბჭოთა ფერმწერი, საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1965). ივანე ვეფხვაძის შვილი, ჯოვანი ვეფხვაძის მამა.

1945 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (ხელმძღვანელი უ. ჯაფარიძე), ხოლო 1948 წელს ი. რეპინის სახელობის ლენინგრადის სამხატვრო ინსტიტუტი. ვეფხვაძის ფერწერა მონოქრომულია.

ნამუშევრები:

  • „ბაგრატიონის დაჭრა ბოროდინოს ბრძოლაში“ (1948);
  • „ი. ბ. სტალინის გადასახლება ბათუმიდან 1903 წელს“ (1949; სსრკ სახელმწიფო პრემია 1951);
  • „კ. მარქსი და ნ. ნიკოლაძე“ (1957);

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]