შინაარსზე გადასვლა

იესეს ხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იესეს ხე. შარტრის საკათედრო ტაძარი, საფრანგეთი. 1145 წ.

იესეს ხე აღნიშნავს ძველი აღთქმის პირველმღვდელმთავართა, წინასწარმეტყველთა და წმინდანთა წარმომავლობას იესესგან და მისი ძე დავით წინასწარმეტყველისგან მესიამდე - იესო ქრისტემდე.

იესეს ხე პირველად მოხსენებულია ძველ აღთქმაში, წინასწარმეტყველ ესაიას წიგნში[1]:

”და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს. და განისვენოს მის ზედა სულმან ღმრთისამან” (ეს. 11:1).

ახალ აღთქმაში იესო ქრისტეს წარმომავლობას აღწერენ წმ. მათე და წმ. ლუკა მახარებლები. ლუკას სახარებაში მოცემულია იესო ქრისტეს გენეალოგია ადამიდან (ლუკ. 3:22) [2]. მათე მახარებელი თავის სახარებაში იესო ქრისტეს წარმომავლობას აღწერს აბრაამიდან [3]:

”წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი” (მათ.1:1).

იესეს ხე ქრისტიანულ ხელოვნებაში მრავალფეროვნად არის დამუშავებული და წარმოდგენილია როგორც იკონოგრაფიაში, ისე საეკლესიო ფრესკებზე, მოზაიკებზე და ბარელიეფებზე.


  1. http://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/es11-15.htm ძველი აღთქმა მცხეთური ხელნაწერის მიხედვით
  2. http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/luka1-8.htm სახარებაჲ ლუკაჲს
  3. http://www.orthodoxy.ge/tserili/mtatsmindeli/mate1-7.htm სახარებაჲ მათეს