იარი ლიტმანენი
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Jari Olavi Litmanen | ||
დაბადების თარიღი | 20 თებერვალი, 1971 | ||
დაბადების ადგილი | ლახტი, ფინეთი | ||
სიმაღლე | 182 | ||
სათამაშო პოზიცია | შემტევი ნახევარმცველი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1977–1987 | რეიპასი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1987–1990 | რეიპასი | 86 | (28) |
1991 | ჰიკ | 27 | (16) |
1992 | მიუპა | 18 | (7) |
1992–1999 | აიაქსი | 159 | (91) |
1999–2001 | ბარსელონა | 21 | (3) |
2001–2002 | ლივერპული | 26 | (5) |
2002–2004 | აიაქსი | 20 | (5) |
2004 | ლახტი | 11 | (3) |
2005 | ჰანზა როსტოკი | 13 | (1) |
2005–2007 | მალმე | 10 | (3) |
2008 | ფულემი | 0 | (0) |
2008–2010 | ლახტი | 40 | (10) |
2011 | ჰიკ | 18 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
1990–2010 | ფინეთი | 137 | (32) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: - 23 მაისი, 2013 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: - 23 მაისი, 2013 |
იარი ლიტმანენი (ფინ. Jari Litmanen; დ. 20 თებერვალი, 1971) — ვეტერანი ფინელი ფეხბურთელი. ფინეთის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი. ლიტმანენი ცხრაჯერ იყო დასახელებული ფინეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად, ხოლო 1995 წელს დაასახელეს ფინეთის წლის საუკეთესო სპორტსმენად, იგი ერთადერთია ფინელ ფეხბურთელებს შორის, სამი ჰიუპიასთან ერთად, ვინც ეს აღიარება მოიპოვა.
საკლუბო კარიერის განმავლობაში ლიტმანენმა ათი სხვადასხვა კლუბის შემადგენლობაში იასპარეზა, მათ შორის ევროპული ფეხბურთის ისეთ გრანდებში, როგორებიც არიან — ბარსელონა, ლივერპული და აიაქსი. სწორედ ჰოლანდიურ აიაქსში გაატარა ლიტმანენმა კარიერის უდიდესი ნაწილი, სადაც მოიპოვა მსოფლიო აღიარება და უამრავი ტიტული მოიპოვა. იგი აიაქსის შემადგენლობაში ოთხჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, 1993–1994 წლების სეზონში ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1995 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონთა თასი, 1996 წელს კი — ფინალში იასპარეზა, 1995 წელს გახდა ევროპის სუპერთასის და საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული, ამავე წელს დასახელებული იყო ოქროს ბურთის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელების სამეულში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იარი ლიტმანენი — ფიფას ჩანაწერი[დაარქივებული]
- იარი ლიტმანენი ვეიკაუსლიგის ოფიციალურ საიტზე დაარქივებული 2009-04-30 საიტზე Wayback Machine.