მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამ გვერდს არა აქვს
შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი
არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
363 : სასანიდების იმპერიიდან დახევისას მოკლეს რომის იმპერატორი იულიან განდგომილი.
1483 : რიჩარდ III ინგლისის მეფე გახდა.
1723 : ხანგრძლივი ალყის შემდეგ ბაქო რუსებს ჩაბარდა.
1940 : მეორე მსოფლიო ომი – მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის თანახმად სსრკ რუმინეთისგან მოითხოვს ბესარაბიისა და ბუკოვინის ჩრდ. ნაწილის დათმობას.
1945 : დელეგატებმა 50 ქვეყნიდან სან-ფრანცისკოში ქარტიას მოაწერეს ხელი, რომელმაც დასაბამი მისცა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.
1963 : ჯონ ფ. კენედი გამოდის განთქმული სიტყვით „Ich bin ein Berliner“ დასავლეთ ბერლინში ვიზიტისას.
1975 : ინდირა განდი ერთპიროვნულ მმართველობას ამყარებს ინდოეთში.
1976 : გაიხსნა ტორონტოს ტელეანძა (სურათზე) — მსოფლიოს უმაღლესი ცალკე მდგომი ნაგებობა.