რიჩარდ III (ინგლისი)
| რიჩარდ III | |
|---|---|
|
| |
| ინგლისი მეფე | |
| მმართ. დასაწყისი: | 26 ივნისი, 1483 |
| მმართ. დასასრული: | 22 აგვისტო, 1485 |
| წინამორბედი: | ედუარდ V |
| მემკვიდრე: | ჰენრი VII |
| პირადი ცხოვრება | |
| დაბ. თარიღი: | 2 ოქტომბერი, 1452 |
| დაბ. ადგილი: | ნორთჰემპტონი, [ინგლისი |
| გარდ. თარიღი: | 22 აგვისტო, 1485 (32 წლის) |
| გარდ. ადგილი: | ბოსვორტი |
| მეუღლე: |
ანა ნევილი (ქ. 1472 - გარდ. 1485) |
| შვილები: | ედუარდი, უელსის პრინცი |
| დინასტია: | იორკები |
| მამა: | რიჩარდ პლანტაგენეტი |
| დედა: | სესილი ნევილი |
| რელიგია: | კათოლიციზმი |
რიჩარდ III (ინგლ. Richard III; დ. 2 ოქტომბერი, 1452, ფოთერინგეი — გ. 22 აგვისტო, 1485, ბოსუორთი) — ინგლისის მეფე 1483-1485 წლებში, იორკების დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენელი. ედუარდ IV-ის უმცროსი ძმა. ტახტზე ავიდა მცირეწლოვანი ედუარდ V-ის გადაყენებით, ვარდების ომის დროს. მოკლეს 1485 წელს ბოსუორთის ბრძოლაში.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1483 წლის აპრილში მოულოდნელად, პნევმონიისგან გარდაიცვალა ედუარდ IV. მისი მცირეწლოვანი ვაჟის ედუარდ V-ის რეგენტი გახდა რიჩარდ იორკელი. ქვრივი დედოფლის, ელისაბედ ვუდვილის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების მოსასპობად რიჩარდმა ედუარდი მის უმცროს ძმასთან ერთად ლონდონის ტაუერში გამოამწყვდია და მოკლა ელისაბედის ძმა და შვილი პირველი ქორწინებიდან რიჩარდ გრეი. 1483 წლის 25 ივნისს ინგლისის პარლამენტმა რიჩარდის ზეწოლით ელისაბედისა და ედუარდის ყველა შვილი უკანონოდ სცნო, რის შედეგადაც რიჩარდ III მეფე გახდა. ედუარდ V, რომელიც უკვე მეფე აღარ იყო, თავის ძმასთან ერთად კოშკში რჩებოდა. 1483 წლის ზაფხულში ისინი უგზო-უკვლოდ დაიკარგნენ.
1484 წლის 1 მარტს გაათავისუფლა ელისაბედ ვუდვილი და მისი ქალიშვილები, რომლებმაც ერთგულების ფიცი დადეს რიჩარდის წინაშე. მალე გადაიცვალა რიჩარდის ერთადერთი ბაჟი, ხოლო 1485 წლის 16 მარტს გარდაიცვალა რიჩარდის ცოლი, დედოფალი ანა ნევილი. მისი გარდაცვალების შემდეგ დადიოდა ჭორები, რომ რიჩარდსა და ელისაბედ იორკელს რომანი ჰქონდათ.
რიჩარდის წინააღმდეგ გაერთიანდნენ ელისაბედ ვუდვილი და მარგარეტ ბეფორტი. 1485 წელს ბოსვორტის ბრძოლაში ჰენრი ტიუდორმა დაამარცხა რიჩარდ III და ტახტიდან ჩამოაგდო. ამით დასრულდა იორკების დინასტია და დაიწყო ტიუდორების მმართელობა.
კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVI საუკუნის ლიტერატურაში რიჩარდ III-ს მიაწერდნენ ტახტიდან ჩამოგდებული ჰენრი VI-ის, ედუარდ V-ისა და მისი ძმის მკვლელობას, ჰენრი VI-ის ცოლის დედოფალ ანას მოწამვლას და თავისი ძმის, ჯორჯის მკვლელობას. რიჩარდ III-ს ტომას მორმა უძღვნა „რიჩარდ III-ის ისტორია,“ ხოლო უილიამ შექსპირმა ისტორიული დრამა „რიჩარდ III“. რიჩარდ III არის ერთ-ერთი მთავარი გმირი მინისერიალში „თეთრი დედოფალი“.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 399.
| |||||||||||||||||||||||||||||