ზღვის დონის მატება
ზღვის დონის მატება — პროცესი, რომელიც აღწერს ზღვის დონის ზრდას. იგი დაიწყო სულ მცირე მე-20 საუკუნიდან, ხოლო 1900- დან 2016 წლამდე ზღვის დონემ აიწია 16-21 სმ-ით.[2] სატელიტური სარადარო გაზომვების შედეგად მიღებული ზუსტი მონაცემები აჩვენებს 7,5 სმ-ით ზრდას (1993 წლიდან 2017 წლამდე).[3] დონის მაღლა აწევის დაჩქარება ძირითადად გამოწვეულია ადამიანის მიერ, გლობალური დათბობით, რაც ტემპერატურის ზრდასთან ერთად იწვევს მარილიანი წყლის გაფართოებას, მყინვარული საფარისა და მყინვარების დნობას.[4] 1993-2018 წლებს შორის, ოკეანეების თერმულმა გაფართოებამ ზღვის დონის აწევას ხელი შეუწყო 42%-ით, ზომიერი მყინვარების დნობას 21%-ით. გრენლანდიაში ყინულების დნობას 15%-ით, ხოლო ანტარქტიდაში 8%-ით.[3] კლიმატოლოგები ვარაუდობენ, რომ ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდბა 21-ე საუკუნის განმავლობაში.[5]
ის, თუ როგორი იქნება ზღვის დონე მოვამავში, ამის თქმა რთულია, კლიმატის სისტემის მრავალი ასპექტის სირთულის გამო. 2007 წელს, კლიმატის ცვლილების სამთავრობათშორისო ექსპერტთა ჯგუფის (IPCC-ს) მიერ პროგნოზირებული იყო დონის ზრდა 60 სმ-ით დაახლოებით 2099 წლამდე,[6] მაგრამ მათმა 2014 წლის ანგარიშმა დონის აწევა დაახლოებით 90 სმ-მდე გაზარდა.[7] არაერთმა შემდგომმა კვლევამაც დაამტკიცა, რომ ზღვის გლობალური დონის მატება 200-დან 270 სმ-მდე ამ საუკუნეში „ფიზიკურად შესაძლებელია“.[8][3][9]
ზღვის დონე დედამიწის მასშტაბით ყველგან ერთნაირად არ მოიმატებს, იგი უფრო მეტად აიწევს კონკრეტულ რეგიონებში.[10] დონის მატებას მოყოლილი ადგილობრივი ფაქტორები მოიცავს ტექტონიკურ ეფექტებს, ტალღების, დინებებისა და ქარიშხლების წარმოქმნას. ზღვის დონის ამაღლებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანთა პოპულაციაზე, რადგან სანაპიროსა და კუნძულზე მხცოვრებ ადამიანებს შეექმნებათ გარკვეული პრობლემები.[11] შემდგომი ეფექტები მოიცავს უფრო დიდ ქარიშხლებსა და უფრო საშიშ ცუნამებს, პრობლემატური გახდება გადაადგილება, სასოფლო-სამეურნეო მიწა დაიკარგება და დეგრადირდება, ასევე დაზიანდება ქალაქებიც.[12][13][14] პროცესი ასევე დააზარალებს ეკოსისტემას, თევზს, ფრინველებსა და მცენარეებს.[15]
ადამიანებს ზღვის დონის აწევაზე თავდაცვითი რეაგირება შეუძლიათ მოახდინონ სხვადასხვა გზით, მაგალითად ნაპირებიდან უკან დახევით. ეკოსისტემები, რომლებიც ადაპტაციას განიცდიან ზღვის დონის აწევის შემდგომ პირობებთან, ყოველთვის არ შეეძლებათ ამის გაკეთება, გარკვეული ბუნებრივი ან ხელოვნური ბარიერების გამო.[16]
ზღვის დონის გაზომვა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტალღების გაზომვას შეუძლია მხოლოდ ზღვის დონეების შედარება, ხოლო თანამგზავრებს შეუძლიათ ზღვის დონის აბსოლუტური ცვლილებების გაზომვა. 1992 წელს „TOPEX / Poseidon“- ის ამოქმედებიდან დღემდე, ალტერმეტრიულმა თანამგზავრებმა ჩაიწერეს ყველა ცვლილება, რაც ზღვის დონეს ეხებოდა.[17] ზღვის ზედაპირზე მანძილის გასაზომად, თანამგზავრები მიკროტალღურ პულსებს იყენებენ, რომლებიც წყლის ზედაპირზე მოხვედრის შემდგომ უკან ბრუნდებიან და იძლევიან ზუსტ ინფორმაციას. მიკროტალღური რადიომეტრები ასევე ასწორებენ ატმოსფეროში არსებული წყლის ორთქლისგან გამოწვეულ დამატებით შეფერხებებს. ამ მონაცემების გაერთიანება შესაძლებელს ხდის გავიგოთ, თუ წყლის რა დონეა კონკრეტულ რეგიონში.[18] სატელიტური თანამგზავრიდან ზღვის დონის აწევის ამჟამინდელი მაჩვენებლები შეფასებულია 3,0 ± 0,4 მილიმეტრით წელიწადში, 1993-2017 პერიოდში.[19]
ზღვის დონეზე დაკვირვებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხერხია ტალღების გაზომვის გლობალური ქსელი. სატელიტის ჩანაწერთან შედარებით, ამ ჩანაწერს აქვს გარკვეული სივრცული ხარვეზები.[20] ტალღების გაზომვები ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაიწყო, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში არსებული მონაცემები 1970-იან წლებამდე მწირია.[20] ამსტერდამში გაზომვები 1675 წელსაც კი მიმდინარეობდა[21] ავსტრალიაში ზღვის დონის ცვლილებათა ძველი ჩანაწერების შეგროვება ასევე საკმაოდ მარტივია.[22]
ეფექტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზღვის დონის ამჟამინდელი მდგომარეობის ცვლა, განსაკუთრებით სანაპირო სისტემებზე მოახდენს უარყოფით გავლენას. ზემოქმედება მოიცავს სანაპირო ეროზიას, ქარიშხლებისა და წყალდიდობების რიცხვის ზრდას, იგი ასევე უარყოფითად აისახება სოფლის მეურნეობაზე, წყლისა და ნიადაგის ხარისხზე, აგრეთვე შეაფერხებს ტურიზმსა და სატრანსპორტო გადაადგილებას კონკრეტულ რეგიონებში.[23]
თუ სათბურის აირები ატმოსფეროში მკვეთრად არ შემცირდება, მსოფლიოს მასშტაბით ათეულობით მილიონი ადამიანი იძულებული გახდება, რომ საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს. ბევრ სანაპირო ზოლზე მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტად იზრდება, რის შედეგადაც ზღვის დონის აწევა უფრო მეტ ადამიანს შეუქმნის პრობლემას. სანაპიროსთან ახლოს მყოფი სახლები მოქცეულნი იქნებიან საშიშ ზონაში, ვინაიდან გახშირებული ქარიშხლებისა და ცუნამის შედეგად ბევრი მათგანი დაინგრევა ან დაიტბორება. აზიის სანაპირო ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული სხვებთან შედარებით, ამიტომაც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორებიცაა ბანგლადეში, ჩინეთი, ინდოეთი, ინდონეზია და ვიეტნამი, ეს დამატებით საფრთხეს წარმოადგენს მათთვის.[24]
2019 წლის ოქტომბერში ჟურნალ „Nature Communications“-ში გამოქვეყნდა კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ 21-ე საუკუნის განმავლობაში ზღვის დონის აწევა დააზარალებს იმაზე სამჯერ მეტ ადამიანს, ვიდრე ამას აქამდე ვარაუდობდნენ. ოკეანეებთან ახლოს მცხოვრები ადამიანების 70% ცხოვრობს აზიის 8 ქვეყანაში, ესენია: ჩინეთი, ბანგლადეში, ინდოეთი, ინდონეზია, ტაილანდი, ვიეტნამი, იაპონია და ფილიპინები.[25][26] არსებული კვლევის გამოქვეყნებდან რამდენიმე დღის შემდეგ, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, განაცხადა და მოუწოდა აზიის ქვეყნებს, რომ შეეწყვიტათ ნახშირის ახალი ქარხნების მშენებლობა.[27]
კუნძულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულების დაბალი სანაპიროები განსაკუთრებით დაუცველია ზღვის დონის აწევისგან, მის მეჩხერ ნაწილებთან შედარებით. შესაძლო ზემოქმედება მოიცავს სანაპიროს ეროზიას, წყალდიდობებსა და მარილის შეჭრას ნიადაგებში, რაც მიწის ხარისხს გააუარესებს და მტკნარ წყალს სასმელად უვარგისს გახდის. მცირე ზომის კუნძულებს გაუჭირდებათ ადაპტაცია განიცადონ გარემოს ამგვარი ცვლილებების შემდგომ, ხოლო მოსახლეობის უმეტეს ნაწილს საფრთხის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე მოუწევს ცხოვრება.[28] მალდივები, ტუვალუ და სხვა მცირე ზომის სახელმწიფოები, რომლებიც ოკეანეში მდებარეობენ ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან. ამჟამინდელი მონაცემებით, ზღვის დონე საკმარისი იქნება, რომ 2100 წლამდე მალდივები გახდეს საცხოვრებლად უვარგისი ტერიტორია.[29][30] მოვლენები, როგორიცაა ქარიშხალი, უფრო დიდ გავლენას ახდენს რიფის კუნძულზე, ვიდრე ზღვის დონის აწევა.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კუნძულოვანი ერის ყველა კუნძული გახდება დაუსახლებელი ან მთლიანად დაიფარება წყლით, თავად სახელმწიფოებიც დაიშლებიან. ეს რომ მოხდეს, კუნძულის გარშემო ყველა უფლება მოიხსნება. ნებისმიერი რესურსები, როგორიცაა წიაღისეული საწვავი, მინერალები და ლითონები, ამ მხარეში სხვა სახელმწიფოებს თავისუფლად შეეძლებათ მოპოვება და გაყიდვა, ვინაიდან არანაირი საკომისიოს გადახდა აღარ იქნება საჭირო რომელიმე კუნძულოვანი სახელწიფოსთვის, რადგანაც ისინი ამის უფლებას დაკარგავენ.[31]
ადაპტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადაპტაციის ვარიანტები ზღვის დონის აწევის შემდგომ სხვადასხვაგვარია, მაგალითად სანაპირო ზოლიდან უკან დახევა, ეს გამოიღებს შედეგს იმ ხრივ, რომ ადამიანები უფრო უსაფრთხო გარემოში იცხოვრებენ, თუმცა ადამიანების მასშტაბურმა გადაადგილებამ შეიძლება უფრო მეტად გააუარესოს მოვლენები. ჩვენს წინაშე არსებული პრობლემები იყოფა ორ ნაწილად: პირველი არის წყლის დაბინძურება, ხოლო მეორე სტიქიური მოვლენები. შეერთებულ შტატებში, გარემოს დაცვის სააგენტო მხარს უჭერს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განვითარებასა და შენარჩუნებას ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით სანაპირო ქალაქებში, ვინაიდან ასეთ ადგილებში მიწოდება უფრო მნიშვნელოვანია.[32]
მრავალ ქვეყანას მოუწევს შეიმუშავოს ადაპტაციის კონკრეტული გეგმა. ამის მაგალითია ნიდერლანდები, ქვეყანა, რომელსაც ასევე საფრთხე დაემუქრება ზღვის დონის აწევის შემდეგ.[33] 2008 წელს, ჰოლანდიის დელტა კომისიამ მოხსენებაში აღნიშნა, რომ ნიდერლანდებს დასჭირდება მასიური მშენებლობების ახალი პროგრამა, რომელიც ქვეყანას წყლისგან დაიცავს მომდევნო 190 წლის განმავლობაში გლობალური დათბობის მოსალოდნელი შედეგებისგან. გეგმას განსახორციელებლად სჭირდება 100 მილიარდ ევროზე მეტი (დაახლოებით 118 მილიარდი აშშ დოლარი). საჭირო იქნება მაგალითად, სანაპირო ზოლების გაფართოება.
2019 წლის მაისში ინდონეზიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქალაქი ჯაკარტა იძირება ისეთი ტემპით, რომ დედაქალაქის სხვა ქალაქში გადატანა იქნებოდა უახლოეს მომავალში საჭირო.[34] 1982 - 2010 წლებში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჯაკარტის ზოგიერთი რეგიონი წელიწადში დაახლოებით 28 სმ-ით იძირებოდა.[35]
სხვა საფრთხის ქვეშ მყოფი ქალაქებია, ნიგერიის უდიდესი ქალაქი ლაგოსი და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქები:ჰიუსტონი(ტეხასის შტატი), ახალი ორლეანი (ლუიზიანა) და ვაშინგტონი.[36]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Byravan, Sujatha; Rajan, Sudhir Chella (14 April 2011). „The Ethical Implications of Sea-Level Rise Due to Climate Change“. Ethics & International Affairs. 24 (3): 239–260. doi:10.1111/j.1747-7093.2010.00266.x.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Menefee, Samuel Pyeatt (1991). „'Half Seas Over': The Impact of Sea Level Rise on International Law and Policy“. UCLA Journal of Environmental Law and Policy. 9 (2).CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)
- Warrick, R.A. (1996). „Changes in sea level“, რედ. Houghton, John Theodore: Climate Change 1995: The Science of Climate Change. Cambridge, UK: Cambridge University Press, გვ. 359–405. ISBN 978-0-521-56436-6.
- Church, J. A.; Gregory, J. M.; Huybrechts, P.; Kuhn, M.; Lambeck, K.; Nhuan, M. T.; Qin, D. (2001) „Changes in Sea Level“, Climate Change 2001: The Scientific Basis: Contribution of Working Group I to the Third Assessment Report of the Intergovernmental Panel, გვ. 640–694.
- National Snow and Ice Data Center (February 19, 2018), "Contribution of the Cryosphere to Changes in Sea Level დაარქივებული 2005-04-03 საიტზე Wayback Machine. ". Accessed October 7, 2018
- Maumoon Abdul Gayoom. Address by his Excellency Mr. Maumoon Abdul Gahoom, President of the Republic of Maldives, at the nineteenth special session of the United Nations General Assembly for the purpose of an overall review and appraisal of the implementation of agenda 21 – June 24, 1997. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 13, 2006. ციტირების თარიღი: 2006-01-06.
- Pilkey, O.H.; Young, R (2009) The Rising Sea. Shearwater. ISBN 978-1-59726-191-3.
- Douglas, Bruce C. (July 1995). „Global sea level change: Determination and interpretation“. Reviews of Geophysics. 33 (S2): 1425–1432. Bibcode:1995RvGeo..33.1425D. doi:10.1029/95RG00355.
- Williams, Angela (October 2008). „Turning the Tide: Recognizing Climate Change Refugees in International Law“. Law & Policy. 30 (4): 502–529. doi:10.1111/j.1467-9930.2008.00290.x.
- Why does sea level rise threaten marine ecosystems?. Marine Conservation Institute. ციტირების თარიღი: 2018-10-07
- Nick Brooks, Jim Hall, Robert Nicholls (2006): Sea-Level Rise: Coastal Impacts and Responses. (Memento vom 10. November 2007 im Internet Archive) bzw. hier (PDF, englisch)
- Bruce C. Douglas, Michael S. Kearney und Stephen P. Leatherman: Sea Level Rise: History and Consequences. Academic Press, 2000, ISBN 0-12-221345-9.
- Wissenschaftlicher Beirat der Bundesregierung Globale Umweltveränderungen (2006): Die Zukunft der Meere – zu warm, zu hoch, zu sauer. (Memento vom 27. Januar 2007 im Internet Archive) (PDF), Sondergutachten, Berlin, und das dazugehörige externe Sondergutachten:
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- NASA Satellite Data 1993-present
- Fourth National Climate Assessment Sea Level Rise Key Message
- Incorporating Sea Level Change Scenarios at the Local Level
- The Global Sea Level Observing System (GLOSS)
- USA Sea Level Rise Viewer (NOAA) დაარქივებული 2020-05-09 საიტზე Wayback Machine.
- Interactive Global Sea Level Rise Viewer
- Game-style simulation
- Mark Siddall, David Pollard. Sea level rise — How much and how fast will sea level rise over the coming centuries? PAGES news, Vol. 20, No 1. February 2012 დაარქივებული 2012-06-03 საიტზე Wayback Machine.
- atmosphere.mpg.de: Die Ozeane: Anstieg des Meeresspiegels დაარქივებული 2013-12-13 საიტზე Wayback Machine.
- climate.nasa.gov: Sea Level
- ice.tsu.ru: Sea level rise – How much and how fast will sea level rise over the coming centuries? - Present დაარქივებული 2012-11-09 საიტზე Wayback Machine.
- klimafakten.de: Behauptung: „Der Meeresspiegel steigt gar nicht“
- lbs.hh.schule.de: Klimawandel und Klimafolgen: Der globale Meeresspiegelanstieg[მკვდარი ბმული]
- planeterde.de: Tendenz steigend – Artikel auf dem Geowissenschaften-Portal planeterde დაარქივებული 2016-03-06 საიტზე Wayback Machine.
- searise.correctiv.org: Steigende Meere
- Das Land hebt sich დაარქივებული 2016-03-02 საიტზე Wayback Machine.
- Der Meeresspiegelanstieg – eine unausweichliche Bedrohung
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ January 2017 analysis from NOAA: Global and Regional Sea Level Rise Scenarios for the United States
- ↑ USGCRP. (2017)Climate Science Special Report. Chapter 12: Sea Level Rise.. ციტირების თარიღი: 2018-12-27
- ↑ 3.0 3.1 3.2 WCRP Global Sea Level Budget Group (2018). „Global sea-level budget 1993–present“. Earth System Science Data. 10 (3): 1551–1590. Bibcode:2018ESSD...10.1551W. doi:10.5194/essd-10-1551-2018. ციტატა: „This corresponds to a mean sea-level rise of about 7.5 cm over the whole altimetry period. More importantly, the GMSL curve shows a net acceleration, estimated to be at 0.08mm/yr2.“
- ↑ Mengel, Matthias; Levermann, Anders; Frieler, Katja; Robinson, Alexander; Marzeion, Ben; Winkelmann, Ricarda (8 March 2016). „Future sea level rise constrained by observations and long-term commitment“. Proceedings of the National Academy of Sciences. 113 (10): 2597–2602. Bibcode:2016PNAS..113.2597M. doi:10.1073/pnas.1500515113. PMID 26903648.
- ↑ „Climate Change 2014 Synthesis Report Fifth Assessment Report, AR5“. Intergovernmental Panel on Climate Change. 2014. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)Under all RCP scenarios, the rate of sea level rise will very likely exceed the rate of 2.0 [1.7–2.3] mm/yr observed during 1971–2010 - ↑ IPCC, „Summary for Policymakers“, Contribution of Working Group I to the Fourth Assessment Report of the Intergovernmental Panel on Climate Change, 2007, page 13-14, http://www.ipcc.ch/publications_and_data/ar4/syr/en/spm.html"Models used to date do not include uncertainties in climate-carbon cycle feedback nor do they include the full effects of changes in ice sheet flow, because a basis in published literature is lacking."
- ↑ Mooney, Chris. „Scientists keep upping their projections for how much the oceans will rise this century“. Washington Post.
- ↑ Ice sheet contributions to future sea-level rise from structured expert judgment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-01-03. ციტირების თარიღი: 2020-05-06.
- ↑ „Global and Regional Sea Level Rise Scenarios for the United States“ (PDF) (NOAA Technical Report NOS CO-OPS 083 ed.). National Oceanic and Atmospheric Administration. January 2017: vi. ციტირების თარიღი: 24 August 2018. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)"The projections and results presented in several peer-reviewed publications provide evidence to support a physically plausible GMSL rise in the range of 2.0 meters (m) to 2.7 m, and recent results regarding Antarctic ice-sheet instability indicate that such outcomes may be more likely than previously thought." - ↑ The strange science of melting ice sheets: three things you didn't know. The Guardian (12 September 2018).
- ↑ Bindoff, N.L.; Willebrand, J.; Artale, V.; Cazenave, A. (2007), „Section 5.5.1: Introductory Remarks“, IPCC AR4 WG1 2007, Chapter 5: Observations: Ocean Climate Change and Sea Level, ISBN 978-0-521-88009-1, http://www.ipcc.ch/publications_and_data/ar4/wg1/en/ch5s5-5.html#5-5-1. წაკითხვის თარიღი: 25 January 2017 დაარქივებული 20 June 2017[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივნისი 2017. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2020.
- ↑ IPCC TAR WG1 2001.
- ↑ Sea level to increase risk of deadly tsunamis".
- ↑ Holder, Josh; Kommenda, Niko; Watts, Jonathan; Holder, Josh; Kommenda, Niko; Watts, Jonathan. "The three-degree world: cities that will be drowned by global warming". The Guardian. ISSN 0261-3077. Retrieved 2018-12-28.
- ↑ Sea Level Rise (January 13, 2017).
- ↑ Sea level rise poses a major threat to coastal ecosystems and the biota they support. Birdlife International (2015).
- ↑ Ocean Surface Topography from Space. NASA/JPL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-25. ციტირების თარიღი: 2020-05-06.
- ↑ Jason-3 Satellite - Mission. ციტირების თარიღი: 2018-08-22
- ↑ Nerem, R. S.; Beckley, B. D.; Fasullo, J. T.; Hamlington, B. D.; Masters, D.; Mitchum, G. T. (27 February 2018). „Climate-change–driven accelerated sea-level rise detected in the altimeter era“. Proceedings of the National Academy of Sciences of the United States of America. 115 (9): 2022–2025. Bibcode:2018PNAS..115.2022N. doi:10.1073/pnas.1717312115. PMID 29440401.
- ↑ 20.0 20.1 Rhein, Monika; Rintoul, Stephan (2013). „Observations: Ocean“, IPCC AR5 WGI. New York: Cambridge University Press, გვ. 285.
- ↑ Other Long Records not in the PSMSL Data Set. PSMSL. ციტირების თარიღი: 11 May 2015.
- ↑ Hunter, John; R. Coleman; D. Pugh (2003). „The Sea Level at Port Arthur, Tasmania, from 1841 to the Present“. Geophysical Research Letters. 30 (7): 1401. Bibcode:2003GeoRL..30.1401H. doi:10.1029/2002GL016813.
- ↑ IPCC TAR WG1 2001.
- ↑ McLeman, Robert (2018). „Migration and displacement risks due to mean sea-level rise“. Bulletin of the Atomic Scientists. 74 (3): 148–154. Bibcode:2018BuAtS..74c.148M. doi:10.1080/00963402.2018.1461951. ISSN 0096-3402.
- ↑ Kulp, Scott A.; Strauss, Benjamin H. (29 October 2019). „New elevation data triple estimates of global vulnerability to sea-level rise and coastal flooding“. Nature Communications. 10 (1): 4844. doi:10.1038/s41467-019-12808-z. PMID 31664024.
- ↑ Rosane, Olivia (October 30, 2019). „300 Million People Worldwide Could Suffer Yearly Flooding by 2050“. Ecowatch. ციტირების თარიღი: 31 October 2019.
- ↑ „Climate change: Asia 'coal addiction' must end, UN chief warns“. BBC. 2 November 2019. ციტირების თარიღი: 4 November 2019.
- ↑ Nurse, Leonard A.; McLean, Roger (2014). „29: Small Islands“, AR5 WGII. Cambridge University Press.
- ↑ Megan Angelo. (1 May 2009) Honey, I Sunk the Maldives: Environmental changes could wipe out some of the world's most well-known travel destinations. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 6 მაისი 2020.
- ↑ Kristina Stefanova. (19 April 2009) Climate refugees in Pacific flee rising sea.
- ↑ Alfred Henry Adriaan Soons (1989). Zeegrenzen en zeespiegelrijzing : volkenrechtelijke beschouwingen over de effecten van het stijgen van de zeespiegel op grenzen in zee : rede, uitgesproken bij de aanvaarding van het ambt van hoogleraar in het volkenrecht aan de Rijksuniversiteit te Utrecht op donderdag 13 april 1989 (Dutch). Kluwers. ISBN 978-90-268-1925-4.
- ↑ US EPA, OP. Climate Adaptation and Sea Level Rise en (2 May 2016).
- ↑ Kimmelman, Michael; Haner, Josh (2017-06-15). „The Dutch Have Solutions to Rising Seas. The World Is Watching“. The New York Times. ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-02-02.[მკვდარი ბმული]
- ↑ Englander, John (3 May 2019). „As seas rise, Indonesia is moving its capital city. Other cities should take note“. Washington Post. ციტირების თარიღი: 31 August 2019.
- ↑ Abidin, Hasanuddin Z.; Andreas, Heri; Gumilar, Irwan; Fukuda, Yoichi; Pohan, Yusuf E.; Deguchi, T. (11 June 2011). „Land subsidence of Jakarta (Indonesia) and its relation with urban development“. Natural Hazards. 59 (3): 1753–1771. doi:10.1007/s11069-011-9866-9.
- ↑ Asmelash, Leah. (27 August 2019) Indonesia's capital city isn't the only one sinking. ციტირების თარიღი: 2019-09-01