ზამირ იუშაევი
ზამირ იუშაევი | |
---|---|
სრული სახელი | ზამირ ტავირის ძე იუშაევი |
დაიბადა | 22 აპრილი, 1965 |
დაბადების ადგილი | ხასავიურტი, სსრკ |
ეროვნება | რუსი |
ჟანრი | სიურრეალიზმი და performance art |
საიტი | zamir-j.de |
ზამირ იუშაევი (რუს. Зами́р Таги́рович Юша́ев, დ. 22 აპრილი, 1965, ხასავიურტი, დაღესტანის ასსრ, რსფსრ, სსრკ ) — ჩეჩენი მხატვარი, რომელიც ამჟამად ცხოვრობს ლაიფციგში, გერმანია . ის არის გერმანიის მხატვართა კავშირის წევრი.[1]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუშაევი დაიბადა 1965 წლის 22 აპრილს, ხასავიურტში. მამამისი საათების შემკეთებელი და მოყვარული მხატვარი იყო. 1984 წელს მან დაამთავრა სამხატვრო სკოლა მახაჩკალაში და შემდეგ ორი წელიწადი მსახურობდა საბჭოთა არმიაში . 1987-1992 წლებში, სწავლობდა პეტერბურგის საიმპერატორო-სამხატვრო აკადემიაში უფროს ძმასთან, სულთანთან ერთად. იუშევმა სწავლა დაასრულა ლაიფციგის უნივერსიტეტის ხელოვნების ინსტიტუტში 1997 წელს.
1999 წლიდან მოყოლებული, ის ცხოვრობს გერმანიაში, სადაც მუშაობს ლაიფციგის სტუდია-გალერეაში. [2] იუშაევი გერმანიის მხატვართა კავშირის წევრი გახდა. [3] [1]
სტილი და ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იუშაევის მხატვრული გამოხატულება ეფუძნება სიურეალიზმისა და, ბოლო დროს, პერფორმანსის ხელოვნებაში . მისი ნახატები შესაძლებელია იხილოთ კერძო და საჯარო კოლექციებში მთელს მსოფლიოში, მათ შორის ავსტრიაში, ბრაზილიაში, გერმანიაში, დანიაში, საფრანგეთში, იაპონიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში, შვედეთში, თურქეთში, ჩეხეთში, აშშ-ში და სხვა. [1] გარდა ამისა, ის კარიკატურებსაც ხატავს. [4]
მისმა ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა და ისეთი კლიენტების ყურადღება მიიპყრო, როგორებიცაა ანჯელინა ჯოლი, გარდაცვლილი მონსერატ კაბალიე, აგრეთვე მრავალი რუსი პოლიტიკოსი და ბიზნესმენი. იუშაევი ამაყად წარმოადგენს ჩეჩენ ხალხს და მათ მხატვრულ მემკვიდრეობას, ხშირად ატარებს ჩერქეზულ ტანსაცმელს და თავის შემოქმედებაში გამოსახავს ჩეჩნურ სიმბოლოებს. [5]
გარდა მხატვრული საქმიანობისა, ის გატაცებულია საბრძოლო ხელოვნებით და მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის შავი ქამარი კარატეში . [5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Муса Гешаев. (2006). Знаменитые чеченцы, 2000 экз, Мусаиздат, გვ. 484–511.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 Юшаев Замир Тагирович — Галерея им. А. А. Кадырова. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-20. ციტირების თარიღი: 2018-06-20
- ↑ Zamir Yushaev - Startseite.
- ↑ BUND BILDENDER KÜNSTLER LEIPZIG e.V..
- ↑ Leipziger Internet Zeitung: Das 27. Markkleeberger Stadtfest hält noch ein besonderes "Bonbon" bereit – L-IZ.de. ციტირების თარიღი: 2018-06-21
- ↑ 5.0 5.1 Национальный музей Чеченской Республики - Портрет как жанр искусства. Художники – портретисты Чеченской Республики. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-06-20. ციტირების თარიღი: 2024-03-03.