შინაარსზე გადასვლა

ვანდომის მოედანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
1er Arrt.
Place VENDÔME
ოლქი I
უბანი ვანდომის მოედანი
იწყება სენ-ონორეს ქუჩა, 356
მთავრდება კაპუცინების ქუჩა, 1
სიგრძე 213 მ
სიგანე 22 & 124 მ
შეიქმნა 7 აპრილი 1699
დაერქვა
ვანდომის სვეტი

ვანდომის მოედანი (ფრანგ. Place Vendôme), ადრე „ლუი დიდის“ მოედანი (ფრანგ. Place Louis le Grand) — ერთ-ერთი პარიზის ხუთ სამეფო მოედანთაგან. მდებარეობს პარიზის ოპერის თეატრის სიახლოვეს პირველ მუნიციპალურ ოლქში. მოედანი გაშენდა 1699 წელს არქიტექტორი ჟიულ არდუენ-მანსარის პროექტით ლუი XIV-ის პატივსაცემად. სახელი მოედანს სეზარ ვანდომის პატივსაცემად დაერქვა. მოედანს ამშვენებს კლასიციზმის სტილში ნაგები შენობები, რომლებიც 1720 წელს აიგო.

ვანდომის მოედნის ცენტრში აღმართულია 44-მეტრიანი ვანდომის სვეტი ნაპოლეონის ქანდაკებით, რომის ტრაიანეს სვეტის მსგავსად.

ვანდომის 15 ნომერში მდებარეობს 1898 წელს სეზარ რიცის მიერ გახსნილი ფუფუნებით განთქმული სასტუმრო რიცი. 1979 წლიდან რიცი ეგვიპტის მილიარდერ მოჰამედ ალ-ფაიედს ეკუთვნის, პრინცესა დაიანასთან გარდაცვლილი დოდი ალ-ფაიედის მამას. სწორედ ამ სასტუმროდან გავიდა ალ-ფაიედის მერსედესი იმ ღამეს, როდესაც დ’ალმას მოედნის ქვეშ ისინი ავტოავარიაში დაიღუპნენ.

ვანდომის 12 ნომერში 1849 წელს გარდაიცვალა შოპენი. ამავე შენობაში ნაპოლეონ III-მ მისი მომავალი მეუღლე ევგენია გაიცნო.

ვანდომის მოედანზე მდებარეობს მოდების სახლი შანელის შტაბ-ბინა.