ვაზისუბნის მთავარანგელოზის ეკლესია
ვაზისუბნის მთავარანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბნის თავში, მამარდაშვილების ეზოში. განეკუთვნება გარდამავალ ხანას. გვიანდელ შუა საუკუნეებში ნაწილობრივ გადაუკეთებიათ. სოფლის მაცხოვრებელთა გადმოცემით მამარდაშვილების კარმიდამო ადრე თავად გულბათ ჭაჭავაძის კუთვნილება ყოფილა და ეკლესიაც ჭავჭავაძეების კარის ეკლესიად მიიჩნევენ.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია რიყის ქვითა და კირის ხსნარით. გამოყენებულია აგურიც. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია -კედლები შემორჩენილია 2-2,5 მ სიმაღლეზე.
შესასვლელი ორია, დასავლეთ კედლის შუაში და სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდეში. აღმოსავლეთით ნათლისებრი აფსიდია, რომელიც დარბაზისგან მოკლე მხრებითაა გამოყოფილი. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში თაღოვანი ნიშაა. დასავლეთ კუთხეებში ერთსაფეხურიანი პილასტერებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 76.