ვაზგენ მანუკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაზგენ მანუკიანი
ვაზგენ მანუკიანი
სომხეთის პრემიერ მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აგვისტო, 1990 წელი – 22 ნოემბერი, 1991 წელი
პრეზიდენტი  ლევონ ტერ-პეტროსიანი
წინამორბედიშეიქმნა თანამდებობა
მემკვიდრეგაგიკ არუთინიანი

სომხეთის თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ოქტომბერი 1991 – 21 აგვისტო 1993
პრეზიდენტილევონ ტერ-პეტროსიანი
წინამორბედივაზგენ სარქისიანი
მემკვიდრესერჟ სარქისიანი

დაბადებული1946 წლის 13 თებერვალს
გიუმრი, სომხეთი
მოქალაქეობასომხეთის დროშა სომხეთი
ეროვნებასომეხი
პოლიტიკური პარტიაეროვნულ-დემოკრატიული კავშირი (სომხეთი)
რელიგიაქრისტიანობა

ვაზგენ მანუკიანი (სომხ. Վազգեն Մանուկյան) — სომეხი პოლიტიკოსი. 1990 წლიდან იყო სომხეთის პრემიერ მინისტრი 1991 წლამდე, სანამ დაინიშნებოდა თავდაცვის მინისტრად მომავალი ორი წლის განმავლობაში.

მანუკიანი დაიბადა გიუმრში. არის მათემატიკისა და ფიზიკის დოქტორი. ვაზგენი დაქორწინებულია და ჰყავს 3 შვილი.

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1988 წელს მანუკიანი მოსკოვში დააკავეს იმ მიზეზით, რომ ის ყარაბახის კომიტეტის წევრი იყო. ამის გამო მან ექვსი თვე პატიმრობაში გაატარა.

სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სამგზის იყო სომხეთის პარლამენტის წევრი. ამდენჯერვე უშედეგოდ სცადა პრეზიდენტობა 1996, 1998 და 2003 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში. საკუთარი, ეროვნულ-დემოკრატიული კავშირის სახელით.

მანუკიანის განცხადებით 1996 წელს არჩევნები გაყალბდა. რადგან პეტროსიანს არ სურდა მასთან მეორე ტურში პაექრობა.[1]

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ სცადა ბედი. მაგრამ კვლავ უშედეგოდ. მან ოფიციალური მონაცემებით ხმების 1.3% მოიპოვა.[2]

მანუკიანის შედეგები არჩევნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საპრეზიდენტო არჩევნები
არჩევნების წელი მიღებულ ხმათა რაოდენობა % ადგილი
1996 516,129 41.0% 2
1998 172,449 12.2% 3
2003 12,904 0.91% 5
2008 21,075 1.3% 5

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]