შინაარსზე გადასვლა

კარენ კარაპეტიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარენ კარაპეტიანი
კარენ კარაპეტიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 სექტემბერი, 2016  8 მაისი, 2018
პრეზიდენტი  სერჟ სარქისიანი
წინამორბედიჰოვიკ აბრაჰამიანი
მემკვიდრენიკოლ ფაშინიანი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 დეკემბერი, 2010  28 ოქტომბერი, 2011
წინამორბედიგაგიკ ბეგლარიანი
მემკვიდრეტარონ მარგარიანი

დაბადებული14 აგვისტო, 1963
ხანქენდი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, აზერბაიჯანის სსრ
პოლიტიკური პარტიასომხეთის რესპუბლიკური პარტია
განათლებაერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

კარენ კარაპეტიანი (სომხ. Կարեն Կարապետյան; დ. 14 აგვისტო, 1963, სტეფანაკერტი, მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქი, აზერბაიჯანის სსრ) — სომხეთის სახელმწიფო მოღვაწე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი 2016 წლის 13 სექტმბრიდან 2018 წლის 8 მაისამდე.

  • 1970—1980 — სწავლობდა ლ. ტოლსტოის სახელობის ერევნის № 128 საშუალო სკოლაში.
  • 1980—1985 — სწავლობდა და წარმატებით დაამთავრა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი.
  • 1985—1996 – მუშაობდა სომხეთის სახელმწიფო დაგეგმარების გამომთვლელ ცენტრში, ასევე მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეთა ასოციაციაში და ასწავლიდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
  • 1989 — მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნერო ხარისხი.
  • 1996—1998 — „სომხეთენერგოს“ გენერეალური დირექტორის მოადგილე.
  • 1998—2001 — „სომხეთენერგოს“ გენერეალური დირექტორი
  • 2001—2010 — „АрмРосгазпром“-ის გენერალური დირექტორი.
  • 2006 — სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით დააჯიდოვეს ანანია შირაკაცის მედლით.
  • 2010 — მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნერო ხარისხი.
  • 17 დეკემბერი 2010 — 28 ოქტომბერი 2011 — ერევნის მერი.
  • 2 დეკემბერი 2011 −2012 — გაზპრომბანკის პირველი ვიცე პრეზიდენტი[1].
  • 2012-დან Газпром межрегионгаз-ის გენერალური დირექტორის მოადგილე.
  • 2015-დან Газпром энергохолдинг-ის საერთაშორისო პროექტის გენერალური დირექტორის მოადგილე.
  • 13 სექტემბერი 2016 დანიშნეს სომხეთის პრემიერ-მინისტრად.[2]